“სახლიდან ამოღებულია სითხე, რომელიც ბრალდებულის განმარტებით, მან გარდაცვლილის დედის ტანსაცმლის დასაწვავად მიიტანა”-პროკურორი

25 წლის ქალის მკვლელობის საქმის პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებულმა განმარტა, რომ ბენზინი მოკლულის დედის ტანსაცმლის დასაწვავად მიიტანა. როგორც პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა აღნიშნა, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სითხე, თუმცა არის თუ არა ის ბენზინი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

შავი ჩაი ასკილით

“სახლიდან ამოღებულია სითხე, რომელიც ბრალდებულის განმარტებით, არის ბენზინი. მან თქვა, რომ ბენზინის გამოყენებით უნდა დაეწვა გარდაცვლილის დედის ტანსაცმელი”, – განაცხადა პროკურორმა.

იოსებ ხუციშვილის თქმით, გამოძიება ამ დრომდე მუშაობს მტკიცებულებების მოპოვებაზე და საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ საქმე არსებით განხილვაზე გადაიგზავნება.

დღეს საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

loading…

პოპულარული

ყველა შეიძლება დასველდეს, ერთის გარდა - მჩ 2018-ის კურიოზული დასასრული (ვიდეო)
თვითმფრინავის სალონში წნევის ვარდნის გამო ათეულობით მგზავრს ყურებიდან სისხლდენა დაეწყო
სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი მეშახტის პირველი კომენტარი - ტრაგედია ტყიბულში (ვიდეო)
60 მ სიმაღლის კლდიდან გადმოვარნილი ამერიკელი ახალგაზრდა ქალი ერთი კვირის შემდეგ ცოცხალი იპოვეს
დაწერე კომენტარი