“აუცილებლად უნდა დაიწყოს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიება, თუ რა დანაშაულებია ჩადენილი და აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხისგებაში” – სარალიძე

ზაზა სარალიძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ეხმაურება.

სარალიძის განცხადებით, სოსო გოგაშვილი მონაწილეობდა მისი შვილის მკვლელობის საქმის გაყალბებაში და მისივე დავალებით ჩაიშალა, მისი, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ჟურნალისტ ელისო კილაძის სტრასბურგში გამგზავრება.

სარალიძე აცხადებს, რომ მხოლოდ გოგაშვილის გადადგომა საკმარისი არ არის და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს.

„ძალიან ბევრი ფაქტები არსებობს, იმასთან დაკავშირებით., ;რომ პირადად გოგაშვილი ჩარეული იყო არამარტო ჩემი შვილის მკვლელობაში (მკვლელობის საქმეში), არამედ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც სტრასბურგში ჩვენი ვიზიტის ჩაშლასთან დაკავშირებით მოხდა.

პირადად გოგაშვილისგან იყო გადაგზავნილი ცრუ ინფორმაცია, რომ სამკაციანი ჯგუფი, რომელიც მიემგზავრებოდა გერმანიაში ერთ-ერთი იყო ტერორიზმში ბრალდებული.

აუცილებლად უნდა დაიწყოს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიება, თუ რა დანაშაულებია ჩადენილი და აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხისგებაში.

მისი თანამდებობიდან გადადგომა არაფერი არ არის, ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში თუ ვინმე დანაშაული ჩაიდინა“-აცხადებს ზაზა სარალიძე.

პოპულარული

"ყ..ზე დაიკიდე," - ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომაზე უწმაწურად საუბრობს (ვიდეო)
„6 თვე საქართველოდან და ოჯახისგან შორს ყოფნა ვერ გაუძლო შენმა პატარა გულმა“ - ვინ არის იტალიაში გარდაცვლილი 36 წლის ქართველი ქალი
თეა დარჩიას და აჩიკო სოლოღაშვილის ცეკვა, რომელსაც ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა (ვიდეო)
"ხვალ, 19 აპრილს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა" - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას მიმართავს
დაწერე კომენტარი