“სახელდახელოდ აღკვეცილი, სახელდახელოდაც გამოუშვეს… როგორც მითხრეს საკუთარი მამა მოკლა” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ამ დღეებში ბერის ნარკოტიკებზე დაკავავებამ ერთი ტრაგიკული ისტორია გამახსენა…

სას. აკადემიაში სწავლის პერიოდში მოდიოდა ხოლმე გაპარსული, გაერისკაცებული ბერი ეფრემი, ერისკაცობაში ბესო (ბესარიონი), დაახ. 25 წლისა, ფსიქიკურად შერყეული იყო, გვემეგობრებოდა, შეკითხვებს გვაძლევდა საღვთისმეტყველო და საეკლესიო საკითხებზე, რომელზედაც ცოდნა პრაქტიკულად არ ჰქონდა. გამოუცდელი და პატარა (ალბათ 18-20 წლისა) აღკვეცეს ბერად ერთ მონასტერში, მალე ფსიქიკურად რომ აურია, გამოუშვეს. არქიმანდრიტმა მითხრა, შევცდი რომ აღგკვეცე, გხდი კაბას, გიშვებ მონასტრიდან და ბერი აღარ ხარო. ასე სახელდახელოდ აღკვეცილი, სახელდახელოდაც გამოუშვეს (თუ გამოაგდეს) და პასუხისმგებლობაც მოიშორეს. ეფრემი-ბესო დაბრუნდა თბილისში, მშობლებთან. საუბარში ემჩნეოდა ხოლმე, რომ ვერ იყო ფსიქიკურად ჯანმრთელი, თუმცა გულკეთილი ბიჭი იყო და რეალურად მსხვერპლი არასწორი სულიერი ცხოვრებისა და გარემოსი, როგორც სჩანს მოუმზადებელი შეეჭიდა რა “უსხეულო ანგელოზებრივ” ცხოვრებას, ხორცის ბუნებამ ვერ იტვირთა თავშეკავება და ასკეზა, ხიბლმა კი სულიერ აშლილობამდე მიიღვანა. აკადემიის შემდგომ აღარ შემხვედრია, და როგორც მითხრეს საკუთარი მამა მოკლაო. არ ვიცი ახლა ცოცხალია თუ არა საცოდავი, ღმერთმა შეიწყალოს და შეგვიწყალოს ყველა…

პოპულარული

მუქარა და 5 მილიონად შეფასებული ქონების წართმევა პროკურორის სახელით - გიორგი ბადაშვილი სკანდალში ეხვევა
23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
თენგიზ სიგუას სიონის ტაძარში გადაასვენებენ
"ღმერთმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ ამ ტვირთის ტარება" - სარალიძე მკვლელობის მონაწილეებს მიმართავს
დაწერე კომენტარი