სახალხო პროტესტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ პროვოკატორები აამოქმედა

აქცია

“სივაისის” ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე ხელისუფლების მხრიდან მასშტაბური პროვოკაციების მოწყობა იგეგმება.

წყარო გვიყვება, პროვოკატორების ჯგუფების მართვა თბილისის მერს, კახა კალაძეს დაევალა და ისინი 21-22 ნოემბრიდან გააქტიურდებიან. პირველი სიმპტომები დღეს ქუთაისში გამოჩნდა, სადაც ახალგაზრდების აქციაზე ქუჩის პროვოკატორები გამოჩნდნენ.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა, ჩააგდო. 17 ნოემბრის ღამეს აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის პიკეტირება მოახდინეს, 18 ნოემბერს სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელებს პიკეტი მოხსნა და აქციის მონაწილეები დაარბია, თუმცა საპროტესტო აქციები გრძელდება. მასშტაბური აქცია კი 25 ნოემბერსა19:00 საათზეა დაგეგმილი. სამოქალაქო პროტესტის მთავარი მოთხოვნებია: შეიქმნას დროებითი ტექნიკური მთავრობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, შეიცვალოს დღეს მოქმედი ცესკო-ს შემადგენლობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

პოპულარული

გია სურამელაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება - მომღერალი სცენას ტოვებს
„რაც მოხდა ვხვდები, მაგრამ მინდა ბოლომდე მასე არ იყოს“ – სკანდალური აუდიო ჩანაწერი გიორგი შაქარაშვილის საქმიდან
შაქარაშვილის საქმის სკანდალური გაგრძელება: პროკურატურამ შეცდომით პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები გადმოგვცა - ადვოკატი
სასიხარულო ინფორმაცია - ლიფტის შახტაში ჩავარდნილი 6 წლის ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გონს მოვიდა
დაწერე კომენტარი