სახალხო დამცველი არის “ნაცდამცველი” და ამ სახელწოდებას ის მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს – ვოლკსი

ვოლსკი

ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და მას “ნაცდამცველი უწოდა. ვოლსკი მოუწოდებს ლომჯარიას, რომ თავი დაანებოს ემოციურ შეძახილებს და ვითარება სამართლებრივად შეაფასოს:

„სჯობს, ნინო ლომჯარიამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს და ვითარება სამართლებრივად შეაფასოს, რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა ნიკა მელიას აკავებდნენ, გადააჭარბა თუ არა პოლიციამ ძალას. სწორია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, ამაზეც კი შეუძლია იმსჯელოს, მაგრამ რა იყო სამარცხვინო მე უკეთ ვიცი! სამარცხვინოა, როცა ადამიანებს პირდაპირ ეთერში დედას აგინებენ, პრეზიდენტს ისეთი სიტყვებით ამკობენ, მთელი საზოგადოებისთვის არის გამოწვევა და ამაზე სახალხო დამცველი დუმს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

დაწერე კომენტარი