სახალხო დამცველის პოსტზე ვახუშტი მენაბდის კანდიდატურა განიხილება

სახალხო დამცველის თანამდებობაზე არასამთავრობო სექტორის კანდიდატი სავარაუდოდ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე იქნება. როგორც მენაბდემ “იმედს” განუცხადა, რადგან მოახლოებულია ომბუდსმენის არჩევის საკითხი, სამოქალაქო სივრცეში ამ საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

“სამოქალაქო სივრცეში მიმდინარეობს ამაზე დისკუსია. ამ საკითხს ვადასტურებ, თუმცა ეს არის საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტი. საკანონმდებლო ორგანოა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება. ზოგად საუბრებში ჩემთვის დიდი პატივია, რომ მოვიხსენიები და ეს უკვე არის დიდი პასუხისმგებლობა. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო ინსტიტუცი და იქნება ძალიან საინტერესო შემოთავაზება”, – განუცხადა “იმედს” ვახუშტი მენამდემ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ომბუდსმენობის ერთ-ერთი კანდიდატი სოფო ხორგუანია.

“ჩვენი მიზანია ახალი ომბუდსმენი 7 დეკემბრამდე იყოს არჩეული”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უთხრა.

სახალხო დამცველის თანამდებობაზე განიხილება თამარ ქალდანის და სოფო ჯაფარიძის კანდიდატურები. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს.

loading…
გააკეთე კომენტარი!