“საწყალი შენი ოჯახი როგორ ვანუგეშოთ? ” – ვინ არის ჭიათურაში დაღუპული მუშა და რას ამბობენ მასზე ახლობლები

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში დაღუპული 29 წლის გაგა ბოჭორიშვილის ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში მის ფოტოებს აქვეყნებენ.

“გიგალო ძალიან დაგვწყვიტე გული, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული. ასეთი ახალგაზრდა რატომ უფალო? არ მჯერა კიდევ რომ შენ აღარ ხარ. საწყალი შენი ოჯახი როგორ ვანუგეშოთ? გრძნობდი ალბათ ყველაფერს, მალე ვეღარ მნახავთო ასე იძახდი. ეჰ გიგალო ძალიან მეწყინა. დიდი ტკივილი ხარ შენი ოჯახსითვის და ყველასთვის”, – წერს გარდაცვლილის ახლობელი.

ახალგაზრდა მამაკაცი ჭიათურის მაღაროში გუშინ დაიღუპა. მას მეუღლე და 8 თვის შვილი დარჩა.

დაწერე კომენტარი