საწარმო, რომელიც ქარელის სოფელ საღოლაშენში არჩევნების წინა დღეს გახსნეს, დაკეტილია (ვიდეო)

საწარმო

საწარმო, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში “ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა და არჩევნების წინა დღეს გახსნეს, დაკეტილია. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან გლეხების მიერ მიტანილი ვაშლი ერთი კვირის წინ არ ჩაიბარეს. ქარხნის ხელმძღვანელმა გამოცემას საწარმოს შიგნით გადაღების უფლება არ მისცა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

“გამოგართმევ მაგ კამერას და გადაგამტვრევ ზედ”, – დაემუქრა საწარმოში მომუშავე პირი “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელს” მაშინ, როდესაც გამოცემის ცნობით, საწარმოს გზის მხრიდან იღებდნენ.

“ახლა ხარჯების ოპტიმიზაციას ვაკეთებ. აქამდე ვამუშავე დენზე. 2-3 დღის შემდეგ მოდით და მერე გადაგაღებინებთ. მინდა, რომ კარგი კუთხით გამოჩნდეს ქარხანა”, – აცხადებს საწარმოს დირექტორი.

ქარხნის დირექტორის თქმით, საწარმოზე და მის ფუნქციონირებაზე დეტალურად მაშინ ისაუბრეს, როდესაც საწარმოში გაზიფიცირება დასრულდება.

პოპულარული

"ამერიკაში აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ოპერაცია ტყუილად გამიკეთეს...ის ექიმი ნომერ მეორეა ჩვენ ქვეყანაში და კიდევ ვის და რას ამოაჭრის ფულის გამო ვინ იცის" - ნინო მჭედლიშვილი
"ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა" - 9 წლის დაჩის წერილი გიორგი გახარიას
"ვაიმე, ეს რა ვნახე" - რა ხდება თბილისში არსებულ ერთ-ერთ პრესტიჟულ საწარმოში(ვიდეო)
"არავის საქმე არ არის მე რა გავაკეთე, როგორც სწორად ჩავთვალე ისე მოვიქეცი" – რას პასუხობს საზოგადოების კრიტიკას მარიკო ლეჟავა, რომელიც ევროვიზიის ქართული ჟიურის წევრი იყო
დაწერე კომენტარი