” დოდო გუგეშაშვილს ხვალ ვეტყვით საშინელ სინამდვილეს, რის შემდეგაც შვილის პანაშვიდზე რეანიმობილით მიიყვანენ”

ხვალ, დაახლოებით 15-დან 17:00 საათამდე, დოდო გუგეშაშვილს რეანიმობილით ძმის სახლში გადაიყვანენ, სადაც მისი შვილია გადასვენებული. ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკასთან დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა ირაკლი შიხიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შავი ჩაი ასკილით

ირაკლი შიხიაშვილის თქმით, დოდო გუგეშაშვილის მეგობრებს კონსილიუმი ჰქონდათ საავადმყოფოს ექიმებთან და ხელმძღვანელობასთან, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ დოდო გუგეშაშვილს მისი შვილის გარდაცვალების შესახებ ხვალ შეატყობინებენ და რეანიმობილით, სამედიცინო პერსონალთან ერთად შვილის პანაშვიდზე მიიყვანენ.

„დღეს ვაპირებდით დოდოსთვის გვეთქვა საშინელი სინამდვილე, რაც ყველა შემთხვევაში სათქმელია. მაგრამ ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, გადავწყვიტეთ ხვალ ვუთხრათ. ბუნებრივია, ხვალ ის მოინდომებს საავადმყოფოდან გამოსვლას, რათა შვილის ცხედარი ნახოს“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

მისივე თქმით, „რეანიმობილით დოდო გუგეშაშვილს თან გაყვება ექიმი და ექთანი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მაქსიმალური უსაფრთხოება“.

შიხიაშვილის თქმით, ასევე უზრუნველყოფილია დოდო გუგეშაშვილის უსაფრთხოება, რისთვისაც სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.

loading…

პოპულარული

ყველა შეიძლება დასველდეს, ერთის გარდა - მჩ 2018-ის კურიოზული დასასრული (ვიდეო)
თვითმფრინავის სალონში წნევის ვარდნის გამო ათეულობით მგზავრს ყურებიდან სისხლდენა დაეწყო
სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი მეშახტის პირველი კომენტარი - ტრაგედია ტყიბულში (ვიდეო)
60 მ სიმაღლის კლდიდან გადმოვარნილი ამერიკელი ახალგაზრდა ქალი ერთი კვირის შემდეგ ცოცხალი იპოვეს
დაწერე კომენტარი