საშინელი ავარია – დაღუპულია რუსთაველი ძმები და მათი მეგობარი

წნორისა და ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 რუსთაველი მამაკაცი დაიღუპა. ავარიამ ძმების, 43 წლის კახა და 45 წლის კობა თინიკაშვილების სიცოცხლე შეიწირა, ასევე დაიღუპა ძმების მეგობარი და კობა თინიკაშვილის თანაკლასელი ალიკა სირანაშვილი. გარდაცვლილები ერთმანეთის მეზობლად, ჭყონდიდელის დასახლებაში ცხოვრობდნენ.

ამ დრომდე კლინიკაში რჩება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი, ერთ-ერთი გარდაცვლილის, კობა თინიკაშვილის შვილი გიორგი თინიკაშვილი, რომელიც “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ავტომობილს მართავდა.

საერთო ჯამში დაღუპულია სამი, დაშავებული კი 2 ადამიანი.

პოპულარული

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი ცნობილია - რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში
„კაპიტნები მტრის ბანაკში არ გადადიან“ – ვახო სანაია თორნიკე შენგელიას
ახალი პოლიტიკური პარტია "რეფორმერი" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
ვინ წამოიყვანა თეთრმა „პრიუსმა“ შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს არაგვის ხიდიდან?
დაწერე კომენტარი