“საშინელება ვნახეთ, ყველა ვყვიროდით და ბავშვისკენ მივრბოდით” – 12 წლის ბავშვის გარდაცვალების დეტალები

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში. როგორეც ადგილობრივები ყვებიან, სწრაფი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომანქანა გზისპირას მიმავალ მოზარდს ლ.ჩ-ს დაეჯახა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რამდენიმე წუთში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, მოზარდი კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო და მას სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.

13 წლის მოზარდი ამავე სოფლის მკვიდრია. თვითმხილველები ყვებიან, რომ მოზარდი მეგობაართან ერთად საღამოს ძაღლს ასეირნებდა, მათ გზის გადაკვეთა სცადეს. მეგობარმა გზაზე გადასვლა მოასწრო, მას კი გადასვლის დროს სწრაფად მომავალი ავტომობილი დაეჯახა.

მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია და მოზარდის დახმარებას ის ადგილობრივებთან ერთად ცდილობდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ სასწრაფოც გამოძახებიდან შემთხვევის ადგილას მალევე მივიდა, თუმცა ბიჭს საკმაოდ მძიმე დაზიანებები ჰქონდა და მისი გადარჩენა მედიკოსების მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლეს.

“ლუკა ამ სოფლის მკვიდრია. მეგობართან ერთად საღამოს ძაღლს ასეირნებდა. ბავშვებმა სავალი გზის გადაჭრა სცადეს. მისმა მეგობარმა გადასვლა უვნელად მოასწრო, მას კი სწრაფად მომავალი ავტომობილი დაეჯახა. შემდეგ კი ზუსტად აღარ მახსოვს რა ხდებოდა. ყველა ვყვიროდით და ბავშვისკენ მივრბოდით.

თავად მძღოლი ადგილიდან არ გაქცეულა. ისიც ძალიან განიცდიდა და ერთი უბედურება ტრიალებდა. სასწრაფოც მალევე მოვიდა, მაგრამ ბავშვს უკვე მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული. ახლაც შოკში ვარ, საშინელება ვნახეთ. როგორი იმედი გქვონდა, რომ ბავშვი გადარჩებოდა”-ამბობს თვითმხილველი, რომელიც აღნიშნულ ფაქტს შეესწრო.

ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. უწყების ინფორმაციით, მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

“რეზონანსი”

loading…

პოპულარული

ლევან იზორიას ქონებრივი დეკლარაცია - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბრალდებები და თავდაცვის უწყების პასუხი
სიგარეტი ძვირდება
„ნუ შეჰყავს მთავრობას და „ქართუს“ ხალხი შეცდომაში“ - რომან გოცირიძე ე.წ. „ვალების განულებაზე“
„ქართველები ვალდებულები არიან, ოსებს უფასოდ უმკურნალონ“ - დიმიტრი მედოევი
დაწერე კომენტარი