„საშინელებას დავატრიალებთ!“… – გიორგი შაქარაშვილის ოჯახი არასრულწლოვან ზ.ხ-ს მამას

შაქარას დედა

ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამის მოთხოვნას გამოეხმაურა. როგორც ნიკოლაძე განმარტავს, თუკი, ბრალდებული არასრულწლოვნის მამას რამე სათქმელი აქვს, მისი ადვოკატი დაუკავშირდეს და ამ ფორმით მოხდეს ეს ყველაფერი.

„გიორგის დედაც და მამაც მესაუბრა, დამირეკეს, გააფრთხილე, სადმე არ გადაგვეყაროს, სადმე არ შეგვხვდეს შემთხვევით, თორემ რომელ შეხვედრაზეა ლაპარაკიო. უბრალოდ, რაღაცნაირად არ მოხდეს, რომ პროცესზე, ან სადმე გადავეკვეთოთ, თორემ საშინელებას დავატრიალებთო.

ამ კაცს ჰყავს ადვოკატი, რომელსაც მე ვიცნობ, ერთმანეთს პატივს ვცემთ მე და გიორგი გელხაური, ძალიან მარტივია, დამირეკოს გიორგიმ, შემხვდეს, ამიხსნას, იქნებ მეც უნდა დავიჯერო რაღაც. ეს რა ფორმაა, ელემენტარულად ეთიკა უნდა ჰქონდეს ადამიანს. რა უნდა მომიყვეს, რომ გიორგი გამოიქცა ჩხუბიდან და ამის გამო გაღიზიანებულმა ხალხმა გაუსწორა ანგარიში გიორგის, ეს უნდა მოყვეს?“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

დაწერე კომენტარი