საყოველთაო დაუმორჩილებლობა აფხაზეთში – ოპოზიცია ე.წ. ხელისუფლებისგან არჩევნების გადავადებას მოითხოვს

საყოველთაო დაუმორჩილებლობა აფხაზეთში – მასშტაბური საპროტესტო აქციის მონაწილეები პროტესტს უვადო რეჟიმით აანონსებენ. აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა არჩევნების გადავადებასთან დაკავშირებით, რამაც თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ვითარება უკიდურესად დაძაბა.

ოპოზიცია მათი ლიდერის  ბჟანიას მოწამვლას სწორედ ე.წ. ხელისუფლებას აბრალებს. ისინი მოითხოვენ, რომ არჩევნები კანდიდატის გამოჯანმრთელებამდე გადაიდოს, რათა მან აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის მიღება შეძლოს.   

ოპოზიციური ბლოკის ლიდერი 18 აპრილს მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მოწამვლის სიმპტომებით მოათავსეს. ანალოგიური სიმპტომები აღმოჩნდა ბჟანიას დაცვის ორ წევრსაც.

პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციის მომხრეებმა სოხუმში ჩასვლა რაიონებიდანაც დაიწყეს. მათი განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური ტერორი მიმდინარეობს.

დღეიდან საყოველთაო დაუმორჩილებლობის  გარდა ოპოზიციის მხარდამჭერებმა გაფიცვაც გამოაცხადეს. გადაკეტილია სოხუმისკენ მიმავალი გზები. აქციის მონაწილეებს დილიდან ბლოკირებული აქვთ გადასასვლელი ხიდები გაგრაში და სოფელ ტამიშთან.

პოპულარული

Tv Formula: შაქარაშვილი უგონო მდგომარეობაში მყოფი, თავდამსხმელებმა მდინარეში ჩააგდეს
"კაწრო" მონაწილეობდა არა მკვლელობაში, არამედ ჩაფარცხვაში და ამას 3 წყარო ადასტურებს - ნიკა გვარამია
შაქარაშვილის საქმის დამალული სიმართლე - ვინ არის შავი ფერის "ჰუნდაის" მძღოლი, რომელიც არგვზე იმყოფებოდა და არავინ დაკითხა (ვიდეო)
2 კვირის წინ ჩადენილი დანაშაული და მძიმედ დაჭრილი 23 წლის ბიჭი - დაკავებული "ოცნების" დეპუტატის, კობა კობალაძის შვილია
"თუ წარმოვიდგენთ, რომ მაშინ რუსული ტანკები თბილისში შევიდოდნენ, პოლიტიკური სიტუაცია დაახლოებით იგივე იქნებოდა, რაც დღეს არის ივანიშვილის პორობებში" - ალექსანდრე დუგინი
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს
"ნახალოვკელი დაჯგუფების" მსხვერპლები ალაპარაკდნენ - შაქარაშვილის საქმის ფიგურანტებმა ერთი წლის წინ, ორი ახალგაზრდა სასიკვდილოდ გაიმეტეს
ქურდული სიმბოლიკა ბოლო ზარის მაისურზე - "ესაა არასრულწლოვანი რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი დაგეგმა კრიმინალური გარჩევა, რომელსაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა"
შაქარაშვილის საქმის დამალული სიმართლე - ვინ არის შავი ფერის "ჰუნდაის" მძღოლი, რომელიც არგვზე იმყოფებოდა და არავინ დაკითხა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი