“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილი თავდასხმას უკრაინაში მის საქმიანობას უკავშირებს

გუგეშაშვილი დოდო

ღუდუშაურის რეანიმაციულ საავადმყოფოში დოდო გუგეშაშვილის დაკითხვა სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკითხვის დასრულების შემდეგ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლის სამართველოსუფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, გამოძიებამ დაკითხვისას მიიღო ინფორმაცია თუმცა, მას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე არ უსაუბრია. დაკითხვას ესწრებოდა გუგეშაშვილების ოჯახის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი. მისი თქმით, დაკითხვისას დოდო გუგეგაშაშვილმა განაცხადა, რომ მასზე შეიარაღებული თავდასხმა დაქირავებულმა ქილერმა განახორციელა, რომელიც მას მიუგზავნეს.

ადვოკატის განცხადებით, გუგეშაშვილი ამბობს, რომ პიროვნებას იცნობს,თუმცა მისი ვინაობა არ ახსოვს. ადვოკატის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილს თავდამსხმელის ამოცნობა შეუძლია, რაც შეეხება მოტივს და იმას თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს თავდასხმა, ამაზე დამატებითი განმარტება არ გაკეთებულა. თუმცა “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილი მომხდარს სავარაუდოდ, ბოლო წლებში უკრაინაში მიმდინარე საქმიანობას უკავშირებს. როგორც ცნობილია 2014 წლიდან გუგეშაშვილი რამდენჯერმე იმყოფებოდა დონბანსში და რუსი სეპარატისტების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. ამის გამო დოდო გუგეშაშვილი რუსეთმა “შავ სიაში” შეიყვანა და მას როგორც “პერსონა ნონგრატას” რუსეთის ფედერაციაში შესვლა ეკრძალებოდა.

“პრაიმტაიმი”

პოპულარული

" მეზიზღებით! დამალეთ ეს ქვეყანა !"- ქართველი გოგონას მწვავე წერილი საოცნებო ამერიკიდან
"პატიება არ გაბედოთ, მობრწკენაზეც გქონდეთ უმწვავესი რეაქცია... ჩაუჯექით პატრულს მანქანაში და არ გამოხვიდეთ სანამ არ გამოკეტავთ ციხეში!" - ნანუკა გულუა ხაშურში მომხდარ დაჭრაზე
რა გელოდებათ აპრილში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - ასტროლოგიური პროგნოზი
"ბედის ირონიაა, მდინარაძე რამდენიმე პიროვნებას ჩემს შესახებ წერდა მესიჯს და შემთხვევით ჩემთან გამოეგზავნა"- ბესელია
დაწერე კომენტარი