“საქმეს მიკერავთ!” – დაკავებულმა ბექა შენგელიამ პროკურორს ბოტასი ესროლ

ბოტასი

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ მცხეთის რაიონული სასამართლოში –  პოლიციელის ავტომანქანაზე განზრახ დაჯახების ბრალდებით  დაკავებულმა ბექა შენგელიამ პროკურორს, დავით ყაზარაშვილს ბოტასი ესროლა. 

cyc

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული შენგელია, პროკურატურას “საქმის შეკერვაში” ადანაშაულებს.  “უმიზეზოდ ვისჯები” – სკანდირებდა დაკავებული. 

შენგელია წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც მოსამართლემ ალექსანდრე მზირიშვილმა  ბექა და გიორგი შენგელიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

შოთაძის უწყების წარმომადგენელმა თქვა, რომ  სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე რეაგირება უკვე დაწყებულია.

საქმის მასალების თანახმად, 14 აპრილს, მცხეთის ტერიტორიაზე ბექა შენგელია თავს დაესხა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი განზრახ დააჯახა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, დავით მიქიაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, რომელიც შეჯახების შედეგად ამოტრიალდა პოლიციელი კი დაშავდა. 

ტვ პირველი

რეკლამა

დაწერე კომენტარი