საქართველო NATO-ს წევრი ახლა უნდა გახდეს, უკრაინას ცოტა მეტი დრო სჭირდება — ბენ ჰოჯესი

ben hojesi

აშშ-ს სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური ევროპაში ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ საქართველო უკვე ახლა უნდა გახდეს NATO-ს წევრი მაშინ, როცა უკრაინა ჯერ ამისთვის მზად არაა. როგორც უკრაინული გამოცემა ევროპეისკაია პრავდა წერს, ჰოჯესმა ამის შესახებ კიევის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

“მჯერა, რომ საქართველო NATO-ს წევრი ახლა უნდა გახდეს. უკრაინას ამისთვის ცოტა მეტი დრო დასჭირდება”, — განაცხადა ჰოჯესმა.

დაწერე კომენტარი