საქართველო უკვე ნატო-ს წევრი უნდა იყოს – გენერალი ბენ ჰოჯისი

გენერალი

საქართველო უკვე ნატო-ს წევრი უნდა იყოს, მან ბევრი გააკეთა ნატო-ს სტანდარტებთან დასაახლოებლად – გენერალი ბენ ჰოჯისი ამ განცხადებას “მთავარი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში აკეთებს და ამით ადასტურებს, რომ საქართველო იქნება მთავარი ქვეყანა რეგიონში, რომელიც პოლიტიკური თამაშის წესებს შეცვლის.

რაც შეეხება არგუმენტს, რომ რუსეთს საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, ბენ ჰოჯისს გერმანიის მაგალითი მოჰყავს, რომელიც ნატო-ს წევრი მაშინ გახდა, როცა აღმოსავლეთ გერმანია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირს ჰქონდა დაპყრობლი.

“საქართველო უკვე ნატოს წევრი უნდა იყოს, მან ბევრი გააკეთა ნატოს სტანდარტებთან დასაახლოებლად. მაგრამ ზოგიერთ ქვეყანას მაიჩნია, რომ ეს პროვოკაციული იქნება კრემლისთვის. მე კი ასე არ ვფიქრობ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც არაერთხელ თქვა, რომ რუსეთს ამ საკითხზე ვეტოს უფლება არა აქვს. ამიტომ ვამბობ, რომ უსაფრთოხება და ეკონომიკური ინტერესები გადაჯაჭვულია, რაც უფრო მეტ ინვესტიციას მოიზიდავთ, მით უფრო დაცული იქნება ქვეყანა და მით უფრო მიმზიდველი გახდება ნატოსთვის. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ საქართველო უნდა გახდეს თამაშის წესების შემცვლელი რეგიონში. ნატოს წევრობა კი თავის მხრივაც ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას და დაცულობას”, – ამბობს ბენ ჰოჯისი “მთავარ არხთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში. 

loading...

პოპულარული

ყოფილი მაღალჩინოსნის დედის კომპანია ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევა
თუ ოპოზიცია ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, შეიძლება ცუდი არც იყოს, უფრო ნაკლებად იქნებიან წარმოდგენილი -კობახიძე
"ვინ თქვა, რომ გადავუხვიეთ"- მეუფე იაკობის თთმით, პატრიარქი და სინოდი დასავლური კურსს უჭერენ მხარს
„ვითხოვთ უკეთეს ნაწერს... თქვენი წერილი სიმცდარითაა გაჯერებული” – ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის უმწვავესი საპასუხო წერილი „კავკასიურ სახლს“
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
წულუკიანს დავაწინაურებ - გახარიას პასუხი ბოკერიას
დაწერე კომენტარი