“საქართველო სახელმწიფო არ არის…” – ზურაბ გურული

გურული


ამერიკაში წასული ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სახელმწიფოებრიობის შესახებ წერს. მისი აზრით, ამერიკამ პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანო საქმეების შეკერვისგან და კორუფციისგან იხსნა, რის გამოც ჩამოყალიბდა სრულყოფილ სახელმწიფოდ. როგორც მისი პოსტიდან ვიგებთ, საქართველო მისთვის ჩამოუყალიბებელი ქვეყანა სწორედ გაუმართავი სამართალდამცავი სისტემის გამოა.

„ბანდიტსა და მკვლელს, დაუნდობელ ალ კაპონეს გადასახადებისაგან თავის აცილებისათვის რომ სვამდა კანონიერად ციხეში ამერიკა, იცოდა, რომ ამ საქციელით კიდევ ერთხელ იხსნა საკუთარი სახელმწიფოებრიობა გახრწნისაგან.
თავისი პროკურატურა, სასამართლო და პოლიცია საქმეების შეკერვას არ მიაჩვია. იცოდა, ერთხელ თუ მიაჩვევ სიყალბეს კაცს, რაგინდარა მიზეზის გამო, მერე ის კაცი სხვა დროსაც გამოიყენებს ნასწავლს და თავის გამართლებასაც ისევ მოახერხებს.
არც საზოგადოება მიაჩვია შურისძიების დაუოკებელი ჟინის უკანონობითა და სიყალბით დაკმაყოფილებას. იცოდა, რა დაემართებოდა მერე იმ საზოგადოებას.
იმიტომ არის ამერიკა სახელმწიფო და იმიტომ არ არის საქართველო“,- წერს გურული.

დაწერე კომენტარი