საქართველო საფრთხის წინაშეა – “მოსალოდნელია სტიქიური უბედურებების, წყალდიდობების, გვალვების, ზრდა“

დედამიწაზე დათბობის ტენდენციამ შესაძლოა კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს; მოსალოდნელია სტიქიურ უბედურებათა რაოდენობის მომატება, მათ შორის წყალდიდობებისა და ღვარცოფის. ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ექსტრემალური ამინდები პლანეტაზე 4-5 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსი” გარემოს დაცვის საკითხებში ექსპერტს, ნინო ჩხობაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ორი დღის წინ კახეთში მომხდარი სტიქიური უბედურება კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული.

„მოსალოდნელია სტიქიური უბედურებების რაოდენობის ზრდა. მაგალითად, წყალდიდობების, ექსტრემალური ტემპერატურების, გვალვების, ტემპერატურის მკვეთრი დაცემისა და ღვარცოფების მომატებაც.

„კახეთში გუშინწინდელი სეტყვის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს არის. ცოტა მოულოდნელ დროს იცის და ძალიან ინტენსიურად, – ეს კლიმატის ცვლილებისთვის დამახასიათებელია,” – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის გარემოსდაცვითი პროექტების კოორტინატორს რეზო გეთიაშვილს ვესაუბრეთ, რომელმაც განაცხადა, რომ შედეგები, რომელიც კლიმატურმა ცვლილებამ შეიძლება მოიტანოს საქართველოსთან მიმართებაში, უარყოფითი გავლენის იქნება.

„შედეგები, რომელიც კლიმატის ცვლილებას ახლავს, არის მაპროვოცირებელი ფაქტორები და შეეხება ყინულების დნობას, გაუდაბნოებას. მუდმივად იზრდება და დინამიკა უარესდება. კვლევებს რამდენიმე მიმართულებით ყოფენ და სამწუხაროდ, ყველა შემთხვევა საქართველოსთვის მძიმეა,” – აღნიშნავს ის.

გეთიაშვილის განცხადებით, პირველი ფაქტორი, რომელიც საქართველოზე ცუდად აისახება, არის მსოფლიო ოკეანის დონის აწევა, რაც შავ ზღვისპირა ტერიტორიებს საფრთხეს უქმნის.

„მსოფლიო ოკეანის დონის აწევით პრობლემა გვექმნება ჩვენ შავი ზღვისპირა ტერიტორიებზე; გვაქვს დაბლობი ტერიტორიები, რომელთაც ემუქრება საფრთხე. მთელი ზღვის სანაპირო ზოლზე დაწყებულია აბრაზიული პროცესები და მიმდინარეობს კლიმატის ცვლილება. ეს მდინარეების რეგულირებას და ბუნებრივი სახის შეცვლას გულისხმობს,” – აცხადებს გეთიაშვილი.

მისი თქმით, მეორე ფაქტორი არის გაუდაბნოება, რომელიც უფრო მეტად საფრთხეს უქმნის სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს და ასევე, იგი აღნიშნავს, რომ გაუდაბნოების პროცესს ადამიანის არასწორი ჩარევაც უწყობს ხელს.

„მეორე პრობლემა არის გაუდაბნოება და ამ კუთხით განსაკუთრებით სამხეთ-აღმოსავლეთის ნაწილს, კახეთსა და ქვემო ქართლს, სადაც გარდა იმისა, რომ გაუდაბნოების პროცესი გლობალურ დონეზე მიმდინარეობს და გვალვებისა და ექსტრემალური სიცხეების რაოდენობა იზრდება, ასევე ნალექების რაოდენობა მცირდება.

“ამას ემატება ადაპტაციის ძალიან დაბალი დონე და ჩვენი ქვეყანა მოუმზადებელი ხვდება ამ ყველაფერს. მარტო კლიმატის ცვლილებისგან გაუდაბნოებას ვერ მივიღებთ. ამ ყველაფერს დამატებული ადამიანის არასწორი მოქმედებებია,” – აღნიშნავს ის.

მისი განცხადებით, საქართველოზე უარყოფითად იმოქმედებს მყინვარების დნობა, მაგრამ ამან არ შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს. მისი თქმით, ბუნებრივი კატრასტოფები მეტ საფრთხეს უქადის საქართველოს და ასევე, აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის მზად ამ ექსტრემალური ნალექების მომატებისთვის.

„დიდი პრობლემას ქმნის ასევე მყინვარების დნობა, რომელიც გარკვეულწილად გამოიწვევს მდინარეების არსებული რეჟიმის შეცვლას, მაგრამ, ეს კატასტროფას არ მოუტანს, როგორც მეცნიერები ამბობენ, რადგან ჩვენი მდინარეების აუზები ძირითადად იკვებება ატმოსფერული ნალექებით, ამ შემთხვევაში მყინვარული ჩამონადენი ძალიან მაღალი არ იქნება.

„ბოლო ჯგუფი, რომელიც საქართველოს ყველაზე მეტად ეხება, არის ბუნებრივი კატასტროფები და ამ მხრივ გაცილებით რთული მდგომარეობაა საქართველოში. იგი შექმნის უფრო მეტ მაპროვოცირებელ ფაქტორებს და კატასტროფების რისკიც გაიზრდება.

„ექსტრემალური ნალექებიც მოიტანს ახალ კატასტროფებს; ჩვენი დეგრადირებული მდინარეთა აუზები და ტყის ეკოსისტემები ნამდვილად არ არის მზად, რომ ამ გართულებულ პერიოდში უზრუნველყოს ეკოსისტემის მდგრადობა. ამ კუთხით საქართველოში საკმაოდ რთული მდგომარეობაა და ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისათვის, რომ უფრო მეტი რესურსი ჩავდოთ ამ მიმართულებით,” – განაცხადა რეზო გეთიაშვილმა.

“რეზონანსი”

loading…

პოპულარული

რობოტი, რომელიც მამაკაცს საწოლში ჩაანაცვლებს, უკვე საქართველოშია, მისი წარმოება აქტიურად დაიწყება
გიორგი კვირიკაშვილი მარიხუანას საკითხს შეეწირა - რა ინფორმაცია ვრცელდება "ოცნების" კულუარებიდან
„ვინ დაწერა ვერ ვიცანი... შიომაც მერე გაიგო... შორენას ტექსტს არა ჰგავს“- ვინ დაწერა განცხადება ილია II-ის სახელით (ვიდეო)
„თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, მე ვეცდები დავტოვო საქართველო“- მეუფე ანტონი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი