საქართველო და დიდი ბრიტანეთი დიდი ხნის მოკავშირეები არიან – ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრი

თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრს, მარკ ლანკასტერს, შეხვდა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ასევე განიხილეს თანამშრომლობა, სტრატეგიული კომუნიკაციისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მუშაობაც შეაფასეს.

„საქართველო და დიდი ბრიტანეთი დიდი ხნის მოკავშირეები არიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ვიმყოფები, ჩვენი ურთიერთობა უფრო და უფრო ვითარდება და ძლიერდება. დღეს საუბრისას სხვადასხვა საკითხს შევეხეთ, მაგალითად, კიბერუსაფრთხოებას. ასევე, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენი სამუშაო ურთიერთობები ბრწყინვალეა, ეს ყველა დონეზე ჩანს, იქნება ერთობლივი სწავლებები თუ საგანმანათლებლო სფერო,“ – განაცხადა მარკ ლანკასტერმა.

 

loading…

პოპულარული

საქართველოს პატრიარქი საგანგებო მიმართვას ავრცელებს - ილია მეორე სასულიერო პირებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
"თქვენ არ გაქვთ იდეალები და ფულის გარდა არაფერი გაერთიანებთ, ეს აგრესია გამოწვეულია იმით, რომ წინასწარ იცით სასტიკად დამარცხდებით"- გრიგოლ ვაშაძე ენმ-ს დეპუტატის ცემის ფაქტზე
„გრიგორიჩ დაგიძველდა ვირეშმაკული მეთოდები...“ - სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს (ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს და მედიასაშუალებებს მისი განცხადებების ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს
ზეწოლა "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფზე" - ნატო ჩხეიძე მაღალჩინოსანთა გვარების დასახელებას აანონსებს
"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
გორის N1 სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ (ვიდეო)
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
"ჩემი შვილისთვის რომ ექნა ეს, კაცი იქნებოდა თუ ქალი, ხელიდან ვერ გამომგლეჯდნენ... "- ნიკა გვარამია
დაწერე კომენტარი