საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” ფარგლებში გერმანიის ნაკრები ანგარიშით 50:6 დაამარცხა.
მატჩი რუსთავის რაგბის მოედანზე გაიმართა.
ქართველმა მორაგბეებმა დაწინაურება მატჩის მე-3 წუთზე კოშაძის ლელოთი შეძლეს. მერაბ კვირიკაშვილმა კი გარდასახვა შეასრულა და ანგარიში 7:0 გახდა.
მე-8 წუთზე სტუმრებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და სხვაობა შეამცირეს – 7:3.
მე-17 წუთზე ლელო გიორგი ფრუიძემ დადო, მეკო კვირიკაშვილის გარდასახვით კი ანგარიში 14:3 გახდა.
28-ე წუთზე გერმანელებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს – 14:6.
უკვე 29-ე წუთზე კოშაძემ მეორე ლელო დადო , რასაც კვირიკაშვილის ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოჰყვა და ანგარიში 21:6 გახდა.
მეორე ტაიმში, 47-ე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა დადო ლელო. 56-ე წუთზე კი ლელო ბექა გორგაძემ დადო. 64-ე წუთზე კი გორგაძემ მეორე ლელოც მიითვალა.
68-ე წუთზე კი თხილაიშვილმა მეორე ლელო დადო. კვირკაშვილმა კი ზუსტი გარდასახვით 43:6 გახადა.
ბოლო წუთზე კი ლელოს დადება საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ შეძლო, რასაც ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და საბოლო ანგარიში 50:6 დაფიქსირდა.
ამ გამარჯვებით ბორჯღალოსნებმა ბონუს ქულა აიღეს. შესაბამისად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სატურნირო ცხრილში 10 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.
“რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მორიგ მატჩს ბორჯღალოსნები სტუმრად, ესპანეთთან 4 მარტს ჩაატარებენ.