“საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არ ვიცი, როდის” – იან კელი

იან კელი

“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში და ვიქნებით თქვენს გვერდით, სანამ ეს არ მოხდება“ – აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისაღნიშნული განცხადების ციტირებით უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე დასმულ შეკითხვას .

შავი ჩაი ასკილით

ამერიკელმა დიპლომატმა დღეს სიციალური ქსელის მეშვეობით მოქალაქეთა კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, საქართველო გახდა დამოუკიდებელი და ქვეყანა გახდება ნატო-ს წევრი.

„მე ორჯერ ვიცხოვრე საბჭოთა კავშირში და მაშინ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ბერლინის კედელი დაეცემოდა; 1976 წელს, როდესაც პირველად ჩამოვედი აქ, ვინმეს რომ ეკითხა, რა დრო დასჭირდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ეჭვის თვალით შევხედავდი. ჩვენ ვხედავთ, რომ 20 წელიწადში საქართველო გახდა დამოუკიდებელი. ნება მიბოძეთ ვთქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არ ვიცი, როდის. ჩემი აზრით მთავარია, რომ საქართველომ გააგრძელოს განვითარება. მე გავიმეორებდი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის სიტყვებს „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში და ვიქნებით თქვენს გვერდით, სანამ ეს არ მოხდება”- თქვა კელიმ.

loading…
იტვირთება…

პოპულარული

მეგან მარკლის მორიგი ბრწყვინვალე ლუქი - სასექსის ჰერცოგინია სამეფო ეტლში პირველად გამოჩნდა (ფოტოები)
მეგან მარკლმა პრინცესა დაიანას ერთ-ერთი აიქონური ლუქი გააცოცხლა (ფოტოები)
შსს-მ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
„სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან” - ჟურნალისტური გამოძიება (ვიდეო)
დაწერე კომენტარი