“საქართველო გაქრა მსოფლიო დღის წესრიგიდან” – ანდრეი ილარიონოვი

ამერიკული ორგანიზაცია კატონის უნივერსიტეტის ექსპერტი ანდრეი ილარიონოვი ამბობს, რომ საქართველოს და მისი ტერიტორიების ოკუპაცია მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგიდან სამწუხაროდ მოხსნილია.

მისი თქმით “ქართული ოცნების” ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების მობილიზების კუთხით, ფაქტობრივად არ მუშაობს.

„შეხედეთ რა ხდება ბოლო ხუთი წელია. საქართველო გაქრა მსოფლიო დღის წესრიგიდან. მასზე არავინ საუბრობს. არავინ წერს. არ არიან არც ქართველი სპიკერები და არც ისინი ვინც საქართველოზე ილაპარაკებს, ქვეყანა მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან გაქრა. იყო ადამიანების გატაცების ფაქტები. მავთულხლართების გაბმის ფაქტები მაგრამ მსოფლიომ ამის შესახებ არ იცის. რადგან ამაზე საქართველოს ხელისუფლება არ ლაპარაკობს. 2003-დან 2012-მდე საქართველოს ჰყავდა ძლიერი სპიკერები, რომლებიც მსოფლიო დონეზე ყველაფერს ლაპარაკობდნენ. მაშინ საქართველოს გაიცნო მსოფლიომ . სპიკერები ყველა ფაქტებზე საუბრობდნენ და ყველა პრობლემა მსოფლიო განხილვის თემა ხდებოდა. რეალურად 2008 წელს სწორედ ამან შეაჩერა რუსეთის ფართო მასშტაბიანი შემოჭრა, ქვეყნის პრობლემების საერთაშორისო დონეზე განხილვა არის დამატებითი დაცვის ბერკეტები, რომელიც ქვეყანას აგრესორისგან დაიცავს. უსაფრთხოების კუთხით ყველაზე საშიში რაც მოხდა ბოლო 5-6 წლის განმავლობაში არის საერთაშორისო დაცვის მექანიზმის მოშლა. ეს აწყობილი სტრუქტურა მთლიანად ლიკვიდირებულია.

ნიუპოსტი

loading…

პოპულარული

ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლება ჰააგაში - თეა წულუკიანი საკუთარ განცხადებას უარყოფს და ოპოზიციას ადანაშაულებს
რაც არ უნდა მინისტრები აგზავნოს ივანიშვილმა, სდიოს პირადობის მოწმობებს და ე.წ. ძველი ბიჭები ჩართოს კამპანიაში, ვერაფერს მიაღწევს - ბაჩუკი ქარდავა
"საქართველოს ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მთავრობაში მტრები გვყავს"- სანდრა რულოვსი წალენჯიხაში ამომრჩეველს შეხვდა (ვიდეო)
"ცესკოს არ ჰქონდა უფლება დაენიშნა არჩევნები სამუშაო დღეს" - გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა
"ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო" - რევაზ არველაძე
50 რამ, რაც სახლიდან ახალ წლამდე უნდა მოაშოროთ იმისთვის, რომ წარმატებული წელი გქონდეთ
„ოჯახი ნიკოლოზს 10 წელი ელოდა... უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება დიდ უბედურებად ერთ წამში გადაიქცა"- მეზობლები ფონიჭალაში გარდაცვლილ დედა-შვილზე უცრემლოდ ვერ საუბრობენ
"მთლიანი ყელი და ტანი გადაჭრილია ..." - ქუთაისის მეორე საპყრობილეში 25 წლის ბიჭმა თავი მოიკლა
ცოლმა ქმარი უხარისხოდ გაკეთებული რემონტის გამო მოკლა
დაწერე კომენტარი