საქართველო აშშ-სგან “სტინგერებს” მიიღებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ლევან იზორიას თქმით, საქართველოს აშშ-სგან ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს – “სტინგერებს” მიიღებს. ამის შესახებ მან პარლამენტში, კომიტეტების გაეერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იზორიას თქმით, “ჯაველინების” გადმოცემის შემდეგ აღნიშნული გეგმა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა თავდაცვის სფეროში განხორციელებული პოლიტიკის სისწორესა და აშშ-ს მიერ მის აღიარებაზე მიუთითებს.

“სტინგერი” ამერიკული წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია, რომელიც შეიარაღებაში 1981 წლიდან შევიდა. ის არაერთი სამხედრო კონფლიქტის, მათ შორის სსრკ-ავღანეთის, იუგოსლავიისა და ირან-ერაყის ომის დროს გამოიყენეს. აშშ-ს გარდა, სისტემები ევროპის, აზიისა თუ აფრიკის არაერთი სახელმწიფოს სამხედრო შეიარაღებაში ირიცხება. “სტინგერი” წინამორბედ კომპლექსებზე მსუბუქია, დაფარვის მანძილით (8 კმ) კი მნიშვნელოვნად აღემატება მათ. სისტემის გამშვები ბლოკის ფასი 40 000 დოლარს აღწევს.

ლევან იზორიას სისტემების შესყიდვის ვადები არ დაუკონკრეტებია.

loading…

პოპულარული

"მე გეტყვით ახლა, რას მოჰყვა ხორავას ქუჩის მკვლელობა... დიდი ხანი ვდუმდი ამაზე"
მუქარა ივანიშვილის სახელით - რა შეუთვალა ოლიგარქმა "ოცნების" დეპუტატებს კობახიძის პირით (ვიდეო)
პატიმარი ცოცხით - მსჯავრდებული, რომლის ვიდეომ "ოცნება" ხელისუფლებაში მოიყვანა დუმილს არღვევს და ლადო ბედუკაძეს ადანაშაულებს (ვიდეო)
"მაძლებინებს ჩემი მოკლული შვილი რომელიც არაკაცებმა დაჩეხეს თავისი მეგობრების და მეგობრობის გულისთვის"- ზაზა სარალიძის ემოციური წერილი
დაწერე კომენტარი