“საქართველოში 54 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტია” – შაშკინი განათლების სამინისტროს ხარჯების ოპტიმიზაციისკენ მოუწოდებს

დღეის მდგომარეობით საქართველოში 54 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტია. გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ განათლების სამინისტროს ხარჯების ოპტიმიზაციისკენ და შესაბამისად ამ პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დიმიტრი შაშკინმა ისაუბრა.

„2011-2012 წლებში, ჩვენ გვყავდა 4 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი. მაშინ ეს სერიოზულ პრობლემად მიგვაჩნდა და ვმუშაობდით სხვადასხვა მეთოდებით პრობლემის გადაჭრაზე. დღეს, განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 54 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავს. აქედან 17 ათასი ოფიციალურად აფიქსირებს, რომ სტატუსი გადახდისუუნარობის გამო შეუჩერდა. აღსანიშნავია, რომ სტუდენტს შეუძლია როგორც დააფიქსიროს, ასევე უარი თქვას მიზეზის განმარტებაზე თუ რის გამო უჩერდება სტატუსი.

ის, რომ 2011-2012 წლებთან შედარებით ამხელა მატებაა სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვთან დაკავშირებით, კომპლექსური პრობლემაა და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემას უკავშირდება. ისეთს როგორიცაა, სხვადასხვა პროდუქციებზე ფასების მატება, უმუშევრობა და ა.შ. სწორედ ამიტომ, ოჯახებს არ აქვთ საშუალება ფული შვილების განათლებაში გადაიხადონ.

განათლების სამინისტროს ჩვენ ვთავაზობთ:

1.შეწყვიტოს ფულის ხარჯვა თავის თავზე. უნდა მოხდეს ხარჯების ოპტიმიზაცია და ფინანსები მიემართოს იმ პირებზე, რომელთაც ეს სჭირდებათ.

2.მუშაობა უნივერსიტეტებთან, რომ თვითონ უმაღლეს სასწავლებელში შეიქმნას სოციალური დახმარების ფონდი. რაც საშუალებას იძლევა დაეხმარონ სტუდენტებს. მაგალითად თსუ-სს და სტუ-ს ბიუჯეტი 100 მილიონია. ეს ის ფულია, რომელიც საშუალებას იძლევა გარდა კარგი ხელფასების გაცემისა, სოციალური პროგრამებიც განხორციელდეს. ამის პრეცედენტი 2011-12 წლებში იყო.

3.შეღავათიანი სესხები, რათა სტუდენტებმა შეძლონ სესხის აღება და განათლების დაფინანსება.”- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა

პოპულარული

„აგრესია ჩვენს სამართალდამცველებზე არის სრულიად მიუღებელი, აქედან გამომდინარე კანონის პასუხიც იქნება ადეკვატური“ - მამუკა ბახტაძე პანკისის მოვლენებზე
„დაძაბულობის დაწყებამდე 35 პოლიციელის გარდა ხეობაში არავინ ყოფილა, ესაა ფაქტი“ - გიორგი გახარია პანკისის მოვლენებზე
„ჰკითხეთ შს სამინისტროს სწორად დაიგეგმა თუ არა ოპერაცია პანკისში“ - გრიგოლ ლილუაშვილის განმარტება
ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშულისთვის დააკავეს
"დიდი გამარჯვებები და ხელისუფლების ცვლილება ზუგდიდიდან დაიწყება" - გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშში იმყოფებოდნენ
ბრიტნი სპირსის პირველი ფოტოები ფსიქიატრიულში მკურნალობის შემდეგ (ფოტოები)
ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშულისთვის დააკავეს
ივანიშვილი პრემიერის კანდიდატურას ამ დღეებში დაასახელებს - დიდი ცვლილება მთავრობაში
შრი-ლანკაზე მომხდარ ტერაქტს დანიის ყველაზე მდიდარი ადამიანის 3 შვილი ემსხვერპლა
დაწერე კომენტარი