„ამ აქციის რეზულტატმა გააძლიერა საქართველოში ფაშიზმი და მისი მფარველი უწყებები – შსს და სუსი“ – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

“რუსთავი2”-ის გენნერალური დირექტორი ნიკა გვარამა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნეს:

დღევანდელი ხელისუფლების მიერ აქციის დარბევის პარადიგმა შემდეგია:

ოფიციალური ძალოვანი უწყებები არ არბევენ (ჯერ), სამაგიეროდ უშვებენ არაოფიციალურ ფაშისტურ-აგენტურულ ორგანიზაციებს (უკვე მათი არსებობა შემდგარი დანაშაულია), რისი მეშვეობითაც ახდენენ სიტუაციის ესკალაციას და მერე აძლევენ აქციის მოაწილეებს შეთავაზება/ულტიმატუმს: ან თქვენით დაიშალეთ, ან ესენი დაგასისხლიანებენ და ჩვენ ვერ დაგეხმარებით (რაც ნიშნავს “არ დაგეხმარებით”).

ჯერჯერობით აქცია დაიშალა (მიზეზს არა აქვს ამჯერად მნიშვნელობა) და არ დადგა აქციაზე ორკების მიშვების საჭიროება. არ დაიშლებიან და რას იზამს შსს და მისი უკანონო ფაშისტური დანაყოფი, არ ვიცით, იმიტომ რომ ჯერ არავის არ ეყო გამბედაობა, კანონიერი უფლება და ინტერესი ბოლომდე დაეცვა

ps ამ აქციის ლიდერებმა დღეს, არჩევანში, მთლად საოცრება თქვეს: პოლარიზაციას მოვერიდეთო. ვისთან პოლარიზაციას? ფაშისტებთან პოლარიზაციის მორიდება ფაშისტებთან კომპრომისი და მთავრობასთან კომფორმიზმია, ძვირფასებო, ესაა ფაშიზმისკენ გადადგმული შემხვედრი ნაბიჯი და ფაშისტური დიქტატურის დამყარებაში შეტანილი წვლილი. აი, ასე, პარადოქსულად, მაგრამ ამ აქციამ, უფრო სწორად, მისმა რეზულტატმა, გააძლიერა საქართველოში ფაშიზმი და მისი მფარველი უწყებები – შსს და სუსი.

loading…

პოპულარული

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მირზა სუბელიანს სქაპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს
„ე.წ. ოპერების ინსტიტუტის აღდგენა, ეს არის რუსული მოდელის დანერგვა და შევარდნაძის დროში დაბრუნება“ - რას ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გახარიას რეფორმაზე?
დამალული არ არის, რამდენად აქტიურად იყვნენ ეკლესიის წარმომადგენლები ჩართული საარჩევნო პროცესებში, შეხედეთ, რა მოიტანა - მეუფე გრიგოლი 2012 წლის არჩევნებზე
„თამარ ჟვანია სუს-ის დავალებას ასრულებს“ - გაერთიანებული ოპოზიცია ცესკო-ს პერსონალური მონაცემების გავრცელებაში ადანაშაულებს
ტვ "იბერიას" საქმე და მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტი - "ენმ"-ის ფრაქცია ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს
"არ მინდა, ყელში ამოვიდა, მაწვალებენო..." - ყვარელში 25 წლის გოგოს მეოთხეა დღეა ეძებენ
„დიახ! რუსეთმა დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს ომი... დიპლომატია ფაქტების დამახინჯებას არ ნიშნავს“ - სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი
"ყველას გთხოვთ გაავრცელოთ ეს ვიდეო"- მიხეილ სააკაშვილის საგანგებო ვიდეომიმართვა
მინდორში დატოვებულ სატვირთოში 157 ადამიანის ცხედარი აღმოჩნდა
დაწერე კომენტარი