მამუკა ბახტაძემ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკომისარს ევროპული და სოციალური დიალოგის საკითხებში, ვალდის დომბროვსკის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.

საქართველოს ისტორიულ წარმატებად შეფასდა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება, ასევე, ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში მიაღწია.

პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 40 მილიონი ევროს გამოყოფებისთვის მადლობა გადაუხადა და მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის მნიშვნელოვან გაზრდას ისახავს მიზნად.

ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და აღინიშნა, რომ მის კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა, რომელიც სასამართლოებში კომერციული პალატების შექმნას გულისხმობს.

ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, ამ პროცესში ევროკავშირისა და დასავლელი პარტნიორების წარმატებული გამოცდილება გაიზიაროს.

საუბარი შეეხო განათლების სისტემაში დაგეგმილ ძირეულ რეფორმებს, რომელთა განხორციელება, პრემიერის შეფასებით, ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და ქვეყანაში მეტი უცხოური ინვესტიციის განხორციელებას.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც ევროპელი პარტნიორების მხრიდან დადებითად შეფასდა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მამუკა ბახტაძემ ვალდის დომბროვსკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იგი საქართველოში მიიწვია.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

loading…

პოპულარული

შეიარაღებული თავდასხმა სტრასბურგში - მოკლულია 2 და დაჭრილია 11 ადამიანი
"ოცნების" ხელისუფლება სკანდალში ეხვევა: "ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ელჩის არყოლის გამო" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნა - სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება - ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს კრიტიკულად აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს ხალხის ფართო ნდობით გამორჩეულს უწოდებს, საქართველოსთან მიმართებით კი მრავალრიცხოვანი დარღვევებებზე საუბრობს
ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა
ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
ერთწლიანი ქორწინების შემდეგ, ქალი 300 წლის წინ გარდაცვილი მეკობრის სულს დაშორდა
დაწერე კომენტარი