საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი

კორონავირუსი

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 3 306;
  • გამოჯანმრთელებულია – 1 481;
  • მათ შორის გარდაცვლილია – 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 014;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 22 მილიონზე მეტი ადამიანი, თითქმის 1 მილიონი კი გარდაიცვალა.

დაწერე კომენტარი