საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა

მარინა ეზუგბაია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გუშინ დილის მონაცემების შემდეგ დაგვემატა ხუთი ახალი შემთხვევა. დღეს დილის მონაცემებით არის 77 შემთხვევა“ ,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების 77 შემთხვევიდან 10 გამოჯანმრთელებულია.

დაწერე კომენტარი