საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავიურის იმუნიტეტი

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 4 960 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი, 60-ით გაიზარდა და 1 819-ს შეადგენს.​

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 27 ადამიანია გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 584 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 781 მოქალაქე.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გუშინ, 25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 265 შემთხვევა დაფიქსირდა.

დაწერე კომენტარი