საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 25-ე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსის ვაქცინა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 25-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა.

ამ დროისთვის უცნობია, რა ასაკისაა გარდაცვლილი პაციენტი და სად მკურნალობდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჯამში, კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტია გარდაცვლილი, ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა კი 4 140-ს შეადგენს.

დაწერე კომენტარი