“საქართველოში არავითარი განქოცება არ ხდება.ხდება ქოცების ტრანსფორმაცია სხვა ყალიბში”

ირინა სარიშვილი

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

რუსეთი რაც იყო დღიდან არსებობისა ის არის დღესაც. რუსული იმპერია ფორმას იცვლიდა ისევ და ისევ თავის გადარჩენის გამო მაგრამ არსით რჩებოდა იგივე.

ზუსტად ანალოგიურად: 
საქართველოში არავითარი განქოცება არ ხდება. 
ხდება ქოცების ტრანსფორმაცია სხვა ყალიბში და იმის გათვალისწინებით რომ ქოცი ნაცისგან განსხვავებით პოლიტიკური მიმდინარეობა არ არის, ეს პროცესი მიმდინარეობას ყველგან.

ამიტომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ეს პროცსი შეიძლება მხოლოდ გამოიყენო და არა დაეყრდნო “განქოცებულებს”. ასეთ ტაქტიკას კი პოლიტიკური ნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ზომიერება სჭირდება, ზომიერება, რომელიც ასე გვაკლია ქართველებს.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქვეყნის და მაშასადამე საკუთარი თავების გადარჩენის შანსი და თუ საკუთარ მაქსიმალიზმზს, ჩვენს შორისვე გაბნეულ “შინაურ ფარულ მტრებს” მოვერევით, ღია, გამოცხადებულ მტერს დავამარცხებთ. სხვანაირად არაფერი გამოვა. 
გამოსავალი ჩვენს თავშია და ეს უნდა შევძლოთ თუ მომავალი გვიწერია.

პოპულარული

რა უნდა აჩუქოთ გარშემომყოფებს საახალწლოდ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
"ის ჩვენი მეგობარი იყო " - ვინ არის ცნობილი ქალი, რომლის გამოც გიორგი მახარაძე და მარიამი ერთმანეთს დაშორდნენ (ვიდეო)
„არ დაუჯეროთ ქართველებო ამ შემთხვევით ქალბატონს... რა ქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი“ - შემოქმედელი მიპტოპოლიტი პრეზიდენტზე
დაწერე კომენტარი