საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა

შს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ  დაწყებულ 16-დღიან საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა.
აღნიშნული   კამპანიის   ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებთან ერთად, საქართველოს რეგიონებში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასა და  საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს ატარებენ.
ამჯერად, შეხვედრა ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში გაიმართა.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა  ქალთა მიმართ  და   ოჯახში  ძალადობის ფორმებზე,       აღნიშნული დანაშაულების წინააღმდეგ მოქმედი სამართლებრივი  მექანიზმებისა   და   სახელმწიფო სერვისების შესახებ დეტალური  ინფორმაცია მიიღეს.
ღონისძიების მიზანი იყო მოზარდების ცნობიერების ამაღლება ქალთა   მიმართ   და   ოჯახში   ძალადობის თემატიკაზე,   მათი   ინფორმირება   ოჯახში   ძალადობის   წინააღმდეგ მოქმედი   სამართლებრივი   მექანიზმებისა   და   სახელმწიფო სერვისების შესახებ, რაც  ოჯახში   ძალადობის   შემცირების   და   მისი   პრევენციის წინაპირობაა.
შეხვედრა ევროკავშირის   მიერ   დაფინანსებული   პროექტის   –   „საქართველოს შინაგან   საქმეთა   სამინისტროს   ხელშეწყობა   ოჯახში   ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში დაწყებული კამპანიის – „ძალა ნდობას“ ფარგლებში გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „ძალა ნდობას“ მეორე წელია ახორციელებს. კამპანიის მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო და სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

შავი ჩაი ასკილით
loading…

პოპულარული

"ტაქსი გამოვიძახე და უმანქანოდ მოვიდა, ფეხით ჩამოვირბინე, მანქანა ჩემ შვილს ვათხოვე, მალე მომიყვანენო" - ბექა ჭანკვეტაძე
"ნახეთ მისი ხელები არ გაინტერესებთ? სიმწრისგან აქვს მოკუმშული ვერ გავაშლევინეთ" - გარდაცვლილი მეშახტის შვილი (ვიდეო)
თუ საქართველო ან უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება, რუსეთის რეაქცია უკიდურესად უარყოფითი იქნება - პუტინი
„ბებია, სულ წვალებას გადავედიო, ცოტა ხანს გავჩერდები და გამოვალ ბებიაო“ - შახტაში დაღუპული ბიჭის 90 წლის ბებია (ვიდეო)
დაწერე კომენტარი