საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით პოლონეთს უკვე მიმართა

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთის მხარისთვის უკვე მიმართული აქვთ და აღნიშნულ მიმართვას ძალაში ტოვებენ:

კაცის მოსაცმელი

 

„მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის კომპეტენტურ უწყებებს 2017 წლის აგვისტოში მიმართა, რის შესახებაც პროკურატურამ შესაბამისი ინფორმაცია გაავრცელა. ძებნილ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას, როგორც ყველა სხვა ძებნილი პირის შემთხვევაში, კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან და ახორციელებს კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცედურას სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. რაც შეეხება საქმის სხვა დეტალებს, სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე დამატებით კომენტარი არ გაკეთდება”- უთხრეს „ნიუპოსტს“ მთავარ პროკურატურაში.

 

შეგახსენებთ, 12 თებერვალს, საქართველის მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და პარტია “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, კიევში, რესტორან “სულგუნში” უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა აიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით, უწყებამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს, საიდანაც პასპორტის გარეშე გადაკვეთა უკრაინის საზღვარი. სააკაშვილი პოლონეთში იმყოფება.

იტვირთება…

პოპულარული

კინოს ცოცხალი ლეგენდა, ჯეკ ნიკოლსონი 81 წლის გახდა
პირდაპირი ეთერი - ერევანში ოპოზიციის ლიდერების დაკავებამ ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა
აშშ რუსეთის შეკავების მიზნით ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდის დატოვებას აპირებს
ნიკარაგუაში ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში მოკლეს
დაწერე კომენტარი