საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში უკვე იმყოფება ისრაელის პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში უკვე იმყოფება ისრაელის პრეზიდენტი. დახვედროს ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან, რის შემდეგაც გაიმართება გაფართოებული შეხვედრა.

cyc

დღესვე გიორგი მარგველაშვილი და რუვენ რივლინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ისრაელის პრეზიდენტი თბილისს გვიან ღამით, ოფიციალური ვიზიტით, მეუღლესთან ერთად ეწვია. ისინი საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ჩამოვიდნენ.

ისრაელის პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება.

რეკლამა

დაწერე კომენტარი