საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად აღარ გაუქმდება

kvirikashvili

კანონი, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნისმოქალაქეობის მიღების გამო საქართველოსმოქალაქეობა ავტომატურად უქმდება, შესაძლოა, შეიცვალოს. ამასთან დაკავშირებით მასალა გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგიკვირიკაშვილმა დიასპორის ფორუმზე სიტყვითგამოსვლისას განაცხადა, რომ იმედოვნებს, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც უცხო ქვეყნისმოქალაქეობა მიიღეს, საქართველოს მოქალაქეობისდასაბრუნებლად რთული პროცედურის გავლა აღარ მოუწევთ.

 

 

საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ჩვენ ვიხილავთ ინიციატივას, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, აღარ უნდა უწევდეთ იმრთული პროცედურების გავლა, რომელიც სჭირდებათ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეობადაიბრუნონ შემდგომში. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ახალისაკონსტიტუციო ცვლილების ფარგლებში და ეს მნიშვნელოვნად გააადვილებს ჩვენი ქვეყნისწარმომადგენლების დარჩენას აქტიურად ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფასებს საკონსტიტუციო კომისიის წევრი, პოლიტოლოგივახტანგ ძაბირაძე.

 

ზუსტად არ ვიცი, რა პროცედურებია და როგორ შეიძლება გამარტივდეს, თუმცა დღეს რომსაქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში ავტომატურად კარგავსჩვენი ქვეყნის მოქალქეობას, ეს საკითხი შეიძლება მოიხსნას. არ მგონია, რომ ეს ცუდი ვარიანტია, მაგრამ რამდენიმე საკითხია გასათვალისწინებელი. დღეს კონსტიტუციაში განსაზღვრულია, რომპრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვთ უფლება, ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეთ. ჩემი აზრით, მსგავსი უფლება არც პარლამენტარებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს არ უნდაჰქონდეთ. სხვა მხრივ, თუ პროცედურა გამარტივდება, არ იქნება ცუდი“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

 

 

პოპულარული

კორონოვირუსით დაავადებულთა რიცხვი 90 000-ია - უცნობი ჩინელი მედდას სენსაციური ვიდეომიმართვა მსოფლიოს
უმძიმესი ავარია ქვიშხეთთან - მანქანაში მყოფი მგზავრები მათ შორის 4 ბავშვი სავარაუდოდ დაღუპულია (ვიდეო)
ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის განკურნების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალი სკანდალური დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში - მშობლებისა და შვილების მიმოწერა, რომელშიც ისინი განიხილავენ რა ფასად გაშიშვლდებიან გოგონები კამერის წინ (ვიდეო)
დაწერე კომენტარი