“საქართველოს მოქალაქეები დადანაშაულებულები იყვნენ იმ დანაშაულში, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ” – ნანობაშვილი მიმართვას ავრცელებს

საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

“ბოლო პერიოდში, საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, საბერძნეთის მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე გაცნობებთ:

საქართველოს მოქალეებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის გავრცელების ძირითადი წყარო ტელეკომპანია ART TV- ის სიუჟეტი „sti fora” გახდა. ამ საკითხე 10 ნოემბერს, შევხდი კომპანიის პრეზიდენტს გიორგიოს კარაძაფერისს, რომელმაც გაიზიარა ჩემი წუხილი და დაავალა სიუჟეტის ავტორს ფილიპოს კაბურისისს ვითარების გამოსწორება. ამ თემაზე 13 ნოემბერს, 13:30-საათზე გასულ სიუჟეტში ფილიპოს კაბურისისსმა გაავრცელა ჩემი განცხადება, რომელშიც ავღნიშნავ, რომ ტელეკომპანია ART TV-ის გადაცემაში საქართველოს მოქალაქეები დადანაშაულებულები იყვნენ იმ დანაშაულში, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ და ვითხოვ კომპანია ART TV-ის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორებას.

ბ-ნ კარაძაფერისთან შევთანხმდით, რომ მომავალში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული სიუჟეტების მომზადებისას, ტელეკომპანია საელჩოსთან წინასწარ დააზუსტებს გავრცელებულ ინფორმაციას.

აღნიშნული გარდა, გასულ კვირაში, ოფიციალურად მივმართე საბერძნეთის ტელეკომპანიებს, რომ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ინფორმაციის გავრცელებისას, გაამოწმონ ეს ინფორმცია საქართველოს საელჩოსთან. ამ მიზნით, საელჩოში განისაზღვრა პასუხისმგებელი პირი, რომელთანაც ტელეკომპანიებს შეეძლებათ მათთვის საინტერესო ინფორმციების დაზუსტება“ – აღნიშნულია იოსებ ნანობაშვილის მიმართვაში.

loading…
გააკეთე კომენტარი!