საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსი მძვინვარებს – რაა ხდება თურქეთში, რუსესეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში

კორონა

მეზობელ სახელმწიფოებში პანდემიის გავრცელების მხრივ კვლავ რთული მდგომარეობაა. აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში დაფიქსირებული 338 ახალი შემთხვევის გამო მთვარობამ მკაცრი ზომების გატარება დაიწყო. 

ბაქოსა და აზერბაიჯანის სხვა ქალაქებში, უქმე დღეებში სრული კარანტინი გამოაცხადეს. დაკეტილია ყველა მაღაზია, აფთიაქი, ბანკი, კაფეები და რესტორნები. მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ. აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაც.

რაც შეეხება თურქეთს, ამ დრომდე დადასტურებულია თითქმის 169 ათასი შემთხვევა. სომხეთში ინფიცირებულთა რიცხვი 12 ათასს აღწევს. უკრაინაში ეს მაჩვენებელი 26 ათასს უახლოვდება.

რუსეთში კი განვლილი 24 საათის განმავლობაში ვირუსი 9 ათასამდე ადამიანს დაუდგინდა. საერთო ჯამში იქ COVID- 19 ის თითქმის 450 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი. რუსეთის მთავრობა ეკონომიკის სტიმულირების ინიციატივით გამოდის, რაც 5 ტრილიონი რუბლი დაჯდება.

“კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა გლობალურ ეკონომიკას, საერთაშორისო ვაჭრობას და ტექნოლოგიურ პროგრესს. მსოფლიოში ცვლილებების დინამიკა მზარდია. ამ გამოწვევებს რომ ვუპასუხოთ კი აუცილებელია ვიმოქმედოთ პროფესიონალურად და ეფექტურად,“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 

პოპულარული

"პოლიციელები გამოძიების მიერ დაიკითხნენ მე-15 დღეს, მას შემდეგ, რაც გიორგობიანის გვარი ფეთქდება" - არსებობს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი გიორგობიანს და შაქარაშვილის საქმეს შორის?
შაქარაშვილის მეგობრები შესაძლოა ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდნენ - რა შეუსაბამობებია სატელეფონო ჩანაწერებში
უმაროვის მკვლელობა ნიშნავს, რომ ხვალ ჩემთან და გაბუნიასთანაც მოვლენ - ტუმსო აბდურახმანოვი
მარჯვენა ხელის მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობები ტუჩზე, ნაპოვნია ფეხშიშველი - ახალი, სკანდალური გარემოებები 19 წლის ფეხბურთელის საქმეში
სურამში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს - ბრალდებული დანაშაულს აღიარებს
"ანგელოზივით ცოლი ჩაცხრილა... ალბათ ისევ მთვრალი იყო..."- ვინ იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც სურამში ქმარმა მოკლა
ადგილი სადაც „ოქროს მოწმე“ იმალებოდა, გადამწვარია - ადვოკატი
სასტიკი მკვლელობა სურამში - ვინ არის კაცი, რომელმაც ცოლი საწოლში ჩაცხრილა
თბილისში გოგიჩას სახელობის ქუჩა გაიხსნა
დაწერე კომენტარი