საქართველოს ბანკმა თანამშრომლებისთვის Facebook-ის საკომუნიკაციო პლატფორმა Workplace შეიძინა

საქართველოს ბანკმა, თანამშრომლებისთვის, ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის Facebook-ის ბიზნეს საკომუნიკაციო პლატფორმა, Workplace შეიძინა და დანერგა.

დღეიდან მთელი ბანკის მასშტაბით ამოქმედდა თანამედროვე და მრავალფეროვანი ფუნქციონალის მქონე საკომუნიკაციო პლატფორმა. დინამიკური საკომუნიკაციო არხი ქმნის თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოს, სადაც ოპერატიულად, თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით, ბანკის თანამშრომლები ორგანიზაციის შიგნით არსებული ინფორმაციის გაცვლას, სხვადასხვა აქტივობებში ჩართვასა და უკუკავშირის მიღებას შეძლებენ. საქართველოს ბანკის Workplace ინტერაქციული და ადაპტირებული სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომელთა მოტივაციის ზრდას, მათ სამომავლო განვითარებას. საქართველოს ბანკის Workplace საერთო ინტერესების ჯგუფების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. „ნიუსფიდი“ კი, რომელიც Facebook-ის მსგავსი ტრადიციული კედელია, თანამშრომლებს პლატფორმის სქროლვისას ამ თემატურ ჯგუფებში ატვირთული სიახლეების ოპერატიულად გაცნობაში ეხმარება. Workplace მყისიერი ჩატი, „ლაივ-ვიდეო“, კითხვა-პასუხის სესიები, ივენთები, კოლეგების მარტივად  მოძიებისა და მათთან ეფექტური კოლაბორაციის შესაძლებლობას იძლევა. თანამშრომელთა ინტერესზე მორგებული პლატფორმით სარგებლობა არასამუშაო საათებში, საკუთარი მობილური ტელეფონებით  არის შესაძლებელი. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS სისტემებზე.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი არის ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია, რომელიც თანამშრომლებისთვის Facebook-ის ინოვაციურ შიდა პლატფორმას გამჭვირვალობის, ღიაობის, ნაკლები ბიუროკრატისა და მეტი ეფექტურობის მიზნით  ნერგავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის 7000 თანამშრომელი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს, დააკმაყოფილოს მომხმარებლის ინტერესები, საჭიროებები. პლატფორმის დანერგვის მიზანია, საქართველოს ბანკის თითოეულ წევრს შეუქმნას ახალი სამუშაო სივრცე, რომელიც საერთო ინტერესების მქონე კოლეგების აღმოჩენის, მათთან კოლაბორაციის შესაძლებლობას იძლევა. Workplace არის ძალიან კარგი პლატფორმა თანამშრომლებთან ერთად სამუშაო დღის გუნდურად დაგეგმვისა და ყველა იმ სიახლისა თუ  საინტერესო აქტივობის გაზიარებისთვის, რაც კომპანიის შიგნით თუ მის გარეთ ხდება. Workplace ჩვენს თითოეულ თანამშრომელს მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეთ აქტიური, უშუალo, ღია კომუნიკაცია არამხოლოდ ერთმანეთთან, არამედ დირექტორატთან“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, Workplace-ის ინტერფეისი და ფუნქციონალი არის მსოფლიოში ცნობილი სოციალური ქსელის Facebook-ის ანალოგი. თავად ფეისბუკი Workplace-ის პირველად ვერსიას 2011 წლიდან იყენებდა, თუმცა, ოფიციალური ვერსია 2016 წელს შეიქმნა. დღესდღეობით Workplace-ს 85 000 ორგანიზაციის 10 მილიონამდე ადამიანი იყენებს, მათ შორის ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Walmart, Spotify, Starbucks, Heineken, Chevron, Booking, Oxfam, YES Bank.

პოპულარული

"რა რაოდენობის ხალხიც არ უნდა ჩამოიყვანოს ივანიშვილმა, ამ რაოდენობას არ ახლავს მუხტი, ივანიშვილს არ აქვს მორალური უპირატესობა, ის დამარცხებულია ქართველ ხალხთან" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
"ოცნების" აქციაზე მიმავალი გურჯაანის მერი და მისი სამი თანამშრომელი ავარიაში მოყვნენ
სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" ოპოზიციის წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა დასრულდა
ოპოზიციური პარტიების ლიდერები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ
"არასაარჩევნო პერიოდში, კონტრაქციისთვის საჯარო მოხელეები ძალდატანებით ჩასვა ავტობუსებში, ჩამოიყვანო იმიტომ, რომ ოპოზიციას მოუწყო აქცია, ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა" - ნიკა მელია
სუპერსექსუალური მალიბუ ტუღუში ახალ კლიპში გაშიშვლდა (ვიდეო)
საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
საერთაშორისო სკანდალი: 9/11-ის ტერაქტის საქმის მთავარი მოწმე ქართულ ციხეშია - აშშ-ს მწვავე ბრალდებები საქართველოს ხელისუფლებას
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.86 ლარია
დაწერე კომენტარი