„საქართველოს არ ჰყავს ბევრი „ნიკოლოზ ბასილაშვილი“… ვიმედოვნებ, რომ მალე აღიდგენს წონასწორობას“ – ირმა ჭკადუა

ჭკადუა

საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის ინტერესების დამცველი ირმა ჭკადუა, სპორტსემნის მიერ გერმანიაში წაგებულ თამაშს მის ირგვლივ ბოლო თვეებში განვითრებული სტრესული სიტუაციებით ხსნის. ჭკადუას აზრით, ბასილაშვილი პროფესიული მარცხი, მის მიმართ განხორციელბულმა მორალურმა ტერორმა იქონია. 

„შეუძლებელია უკვალოდ ჩაევლო იმ ფსიქოლოგიურ და მორალურ ტერორს, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარდა, საქართველოს არ ჰყავს ბევრი „ნიკოლოზ ბასილაშვილი” და მსურს, კიდევ ერთხელ, დავიფიქსირო ჩემი პატივისცემა მის მიმართ. ვიმედოვნებ, რომ მალე აღიდგენს წონასწორობას და წარმატებით გააგრძელებს ასპარეზობას. ჩვენ კი, მისი იურისტები, პირობას ვდებთ, ყველაფერს გავაკეთებთ მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად“, – წერს ირმა ჭკადუა.

დაწერე კომენტარი