“საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის მოვლენების შემდეგაც ვერ გამოიტანეს დასკვნა” – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“სამწუხაროა, რომ ვერც საქართველომ და ვერც დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოში კავკასიაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს. იმის მაგივრად, რომ გამოეჩინათ ძალისხმევა წარსულის ტვირთის გადასალახად და ხელი შეეწყოთ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას, ოფიციალური თბილისი და მისი დასავლელი პარტნიორები ახორციელებენ ანტირუსულ ისტერიას, რეგიონის იარაღით ავსებას და საქართველოს ნატო-სკენ უცერემონიოდ გაქაჩვას. ეს ყველაფერი ჩიხს ქმნის და ხელს არ უწყობს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარებას. იმის მაგივრად, რომ ხელი შეეწყოთ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებისთვის, ოფიციალური თბილისი და დასავლეთი კვლავ აღვივებენ ანტირუსულ ისტერიას, აწარმოებენ რეგიონის იარაღით შევსებას და საქართველოს ნატო-ში უცერემონიო შეყვანას უწყობენ ხელს” – აღნიშნულია განცხადებაში.

პოპულარული

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს
"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი