საქართველომ „გადაგვაგდო“, – „ევროვიზიის“ რუსი მონაწილე საქართველოსგან 0 ქულის მიღებამ გააკვირვა

„ევროვიზიის” რუსი მონაწილე სერგეი ლაზარევი და მისი გუნდი მეტად უკმაყოფილო არიან კონკურსის ფინალურ ეტაპზე მიღებული ქულებით. ყველაზე მოულოდნელი კი მათთვის, როგოც თავად ამბობენ, საქართველოსგან 0 ქულის მიღება იყო.

„ევროვიზია 2019″ -ის კონკურსს თელ-ავივმა უმასპინძლა, სადაც ფინალური ტური 18 მაისს გაიმართა და გამარჯვება 492 ქულით ნიდერლანდების წარმომადგენელმა, დუნკნან ლორენსმა მოიპოვა. 465 ქულით – მეორე ადგილზე იტალიის წარმომადგენელი მაჰმუდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი რუს სერგეი ლაზარევს ერგო 369 ქულით.

საქართველოდან „ევროვიზიაზე” წარდგენილი კონკურსანტი, ოთო ნემსაძე იყო, რომელიც კონკურსს ნახევარფინალში გამოეთიშა. კონკურსში ასევე მონაწილეობდა მომღერალი თამთა გოდუაძე, რომელიც კვიპროსს წარმოადგენდა. მომღერალმა ფინალურ ტურში გადასვლა შეძლო და 101 ქულით მეთხუთმეტე ადგილი დაიკავა.

„ევროვიზია 2019″-ის სამართლიანად ჩატარების პროცესში ეჭვი შეეპარა რუს კონკურსანტ, სერგეი ლაზარევს. მისი თქმით კონკურსი მიკერძოებული იყო პოლიტიკური კუთხით, კვლავ იყვნენ ისეთი ქვეყნები, რომლებმაც არ მოისურვეს რუსეთის ნომრის სათანადოდ შეფასევა და ასეთ ქვეყნებს შორის მან პირველ რიგში საქართველო დაასახელა. მომღერლის პროდიუსერმა იოსიფ პრიგოჟინმა კი პირდაპირ თქვა, რომ საქართველომ რუსეთი „გადააგდო”.

„ძალიან საინტერესო იქნებოდა იმის ნახვა, თუ როგორ მოხდა ხმის მიცემა იმ ქვეყნებში, საიდანაც ჩვენ 0 ქულა მივიღეთ.

ერთგვარ მიკერძოებულობას ვხედავ, შესაძლოა რუსეთის პოლიტიკის, ან ზოგადად ქვეყნის მიმართ. რაც შეეხება ჟურნალ;ისტებს, უნდა ითქვას, რომ წელს ნაკლებად მაწუხებდნენ პოლიტიკური კითხვებით. ძალიამ მეგობრულად იყვნენ განწყობილნი ჟურნალისტებიც და გულშემატკივრებიც”,- აცხადებს სერგეი ლაზარევი.

იგი ამ მიკერძოების ერთ-ერთ მაგალითად ბელარუსის ჟიურისთან დაკავშირებით მომხდარ მაგალითსაც ასახელებს. ბელარუსის ჟიურის წევრებმა 15 მაისის ნახევარფინალის შემდეგ ერთ-ერთ ბელარუსულ გამოცემას მისცეს ინტერვიუ, სადაც ნახევარფინალის შემდეგ გამართული დახურული კენჭისყრის დეტალებზე ისაუბრეს, ეს კი, „ევროვიზიის” წესების თანახმად, აკრძალულია.

ამის გამო უკვე ფინალზე ბელარუსმა დისკვალიფიკაცია მიიღო. არადა რუსებს ბელარუსისგან ტრადიციულად ქულათა მაქსიმუმის მიღების იმედი ჰქონდათ.

რეზონანსი

პოპულარული

ტრაგედია გორში - 2 წლის ბავშვი, რომელსაც მამამ მანქანით გადაუარა გარდაიცვალა
გახარიას დამალული რუსული კვალი - საიდუმლო დოკუმენტები
ივანიშვილი ლევან ვასაძეს აგარაკზე ეახლა - რუსული გრუ-ს ახალი გეგმა საქართველში 2020-სთვის
ბარბარე რაფალიანსის საქმე - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი კარტების გახსნას იწყებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი