“თუ ივანიშვილი მურუსიძის გასაპრავებლად საფლავში უნდა ჩაწვეს, ეკა ბესელია სულაც არ აპირებს მისთვის გვერდის დამშვენებას”

გამსახურდია-ივანიშვილი

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

გუნდურობისა და კოლექტივის წინააღმდეგ წასვლა არ შეიძლებაო, გვესმის აქ ჯერ კიდევ ბოლშევიკური მმართველობის დროიდან.

ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წავიდაო, ახლაც ეს არქეტიპული ფრაზა თქვა ივანიშვილმა. ოღონდ მას დაავიწყდა, რომ ბესელია, მისგან განსხვავებით, პოლიტიკოსია. და თუ თავად მურუსიძის გასაპრავებლად პოლიტიკურ საფლავში უნდა ჩაწვეს, ეკა ბესელია სულაც არ აპირებს მისთვის გვერდის დამშვენებას და ეს სულაც არაა გასაკვირი.

არამარტო ბესელია, პარლამენტის სხვა წევრებიც აცნობიერებენ იმ მარაზმს, რაშიც აღმოჩნდნენ. არც ეს ქვეყანაა ბანკი, სადაც ყველა შენს მიერ არის რეკრუტირებული და ორგანიზებული შენს მიერ დასახული მიზნის გარშემო. პოლიტიკა გაცილებით რთული და მრავალუცნობიანი თამაშია, და ბიძინეს მცდელობები გაიყვანოს პოლიტიკოსები პოლიტიკიდან და მხოლოდ უბიოგრაფიო, უპრინციპო და უხერხემლო კარიერისტები დაიტოვოს, მხოლოდ საკუთარ ხელისუფლებას დააზიანებს.

მალე ნახავს, რას მოუტანს გასაბერი პარლამენტის თავმჯდომარის და კოლექტიური მურუსიძის იმედად დარჩენა.

loading…

პოპულარული

ვინ არის დედა, რომელსაც 4 წლის შვილის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს - შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები
იტალიაში სასტიკად მოკლული ქართველი მხატვრის ნახატები (ფოტოკოლაჟი)
პოლიციაში თავის ფეხით მისული ინტერპოლის ძებნილი ქართველმა პოლიციელებმა ვერ იცნეს და „დაგუგლეს“
კომაროვის ოთხმა მოსწავლემ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვა - გაიცანით ისინი!
დაწერე კომენტარი