საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო – „საუკეთესო ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“ მიიღო

საერთაშორისო გამოცემის, Global Finance-ის, მიერ საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა.

Global Finance-მა საქართველოს ბანკს ჯილდო მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიღებული შეფასებების შემდეგ მიანიჭა.

საერთაშორისო გამოცემამ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების გამარჯვებულები, უკვე მეოცედ, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოავლინა: ციფრული სტრატეგია, ციფრული მომხმარებლების რაოდენობის ზრდა, ოპერაციების მარტივად, სწრაფად და უსაფრთხო შესრულება, ციფრული პროდუქტების მრავალფეროვნება და ინიციატივები. ასევე, გამართული ციფრული ფუნქციონალი და დახვეწილი დიზაინი.

„იყო თანამედროვე, ნიშნავს იყო მუდმივი განვითარების პროცესში, უსმინო მომხმარებლის ხმას და იმუშაო თითოეული დეტალის სრულყოფაზე. საქართველოს ბანკის განახლებული ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის სწორედ თანამედროვე ტრენდების გათვალისწინებით, მომხმარებელთა უშუალო ჩართულობით არის შექმნილი. ის უამრავი პროფესიონალის შრომისა და ფუნქციური სრულყოფილების წარმატებული ნიმუშია. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა  Global Finance-ის ჯილდო – „საუკეთესო ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“  მოიპოვა. ჩვენი მიზანია, ბიზნესს გავუმარტივოთ ბიზნესპროცესები, საქმის კეთება და ხელი შევუწყოთ მათ სამომავლო განვითარებაში“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

„ციფრული ბანკინგი, ეს არ არის მხოლოდ მომავალი, ის აწმყოა“, – განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ. 

პოპულარული

სუსმა კახა კალაძის გუნდში კორუფციული ფაქტების შესწავლა დაიწყო - კომპრომატები დედაქალაქის მერის წინააღმდეგ (ვიდეო)
"სირცხვილია ასე ღიად აფიქსირებდეს სახელმწიფო, რომ დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი უდრის, დავამხოთ ხელისუფლება" - საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა (ვიდეო)
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმე - დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი ხვალ, 7 დეკემბერს გაიმართება
ვაშაძე "ოცნებაზე": ჩვენ ჩავსვამთ მაგათ ქუთაისის აეროპორტში და გავუშვებთ აქედან
"ოპოზიცია არ აპირებს გაჩერებას, ბიძინა ივანიშვილს ექნება ისეთი პრესინგი, რომ აუცილებლად მოუწევს დათმობებზე წასვლა" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
საქართველოში ტემპერატურა დღეიდან -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
გაუფასურებული ეროვნული ვალუტა - დღეს 1 აშშ დოლარი 2.9573 ლარი ღირს
34 წლის ბიჭი ჩხოროწყუს პოლიცის თანამშრომელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - რა კავშირი აქვს უმძიმეს საქმესთან დეპუტატ იზორიას
არჩილ თალაკვაძე არ პასუხობს კითხვას შეაგინა თუ არა ბიძინა ივანიშვილს
დაწერე კომენტარი