საუდელი ჟურნალისტი საკონსულოში გაგუდეს

ოპოზიციონერი საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ჰაშკაჯი თურქეთში საუდის არაბეთის საკონსულოში გგუდეს, ამის შესახებ ტელეკომპანია ABC წერს, საუდელ სახელმწიფო მოხელეზე დაყრდნობით, რომლის ვინაობასაც არ ასაჯაროებს. ტელეარხის წყაროს ინფორმაციით, ელ-რიადმა სტამბულში 15 კაცი გააგზავნა, რათა 59 წლის ჟურნალისტი დაერწმუნებია მშვიდობიანად დაბრუნებულიყო სამშობლოში. შეხვედრისას ისინი ჰაშკჯის დაემუქრნენ, რომ ნარკოტიკებს გაუკეთებდნენ და გაიტაცებდნენ. ჟურნალისტმა მათ წინააღმდეგობის გაწევა დაუწყო, ყვიროდა, ჯგუფი პანიკაში ჩავარდა და ჰაშკაჯის გაჩუმებას შეეცადა, მას პირზე აფარებდნენ, ზედმეტი მოუვიდათ და გაგუდეს. შემდეგ ჯგუფის ერთერთმა წევრმა ჯურნალისტის ტანსაცმელი ჩაიცვა და საკონსულოს შენობა დატოვა. ცხედარი კი სტამბულიდან 90 კილომეტრის მოშორებით ტყეში დამალეს.

loading…

პოპულარული

კულტურის ყოფილი მინისტრი ავარიაში მოყვა - მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა მძიმეა
14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
დაწერე კომენტარი