სასწრაფოდ გაიყვანეთ ჯარები, გაიწვიეთ დამოუკიდებლობის აღიარება -NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა-რუსეთის ფედერაციას

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების როგორც დამოუკიდებლად აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები, – ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლების დეკლარაციის პროექტში.

დეკლარაციის პროექტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში მისი ვალდებულებები და დაიცვას საერთაშორისო სამართალი.

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რა რუსეთის ფედერაციას:

ა) პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,

უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეარაღებული ძალები;

ბ) შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში მისი ვალდებულებები და დაიცვას საერთაშორისო სამართალი;

გ) უპასუხოს საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და თავი შეიკავოს საქართველოს მიმართ ნებისმიერი პროვოკაციული და აგრესიული ნაბიჯებისგან;

დ) ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში“, – ნათქვამია დეკლარაციის პროექტში.

ამასთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება რა საქართველოს კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ.

პოპულარული

"ეს ტიპი წერს ჩემს 11 წლის შვილს, ფოტოს გამოგზავნას სთხოვს და სექსზე ებაზრება, მაპოვნინეთ რა"- გიორგი გვარჯალაძე საზოგადოებას მიმართავს
სად მიდის წულუკიანი - მინისტრის განცხადება
"თავს უფლება მივეცი და დახეული ჯინსებით პირდაპირ ეთერში გამოვედი" - ინგა გრიგოლია თეა წულუკიანის განცხადებას პასუხობს (ვიდეო)
ნატალია ყიფშიძის პიკანტური ფოტოები - გოგონა შეყვარებულთან გატარებულ 1-წელს აღნიშნავს
დაწერე კომენტარი