სასწრაფოდ! ამ წუთებში აბაშაში ევაკუაცია გამოცხადდა

აბაშაში, მდინარე აბაშისწყლის ადიდების გამო, სოფლებში – წყემსა და ზანათში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მდინარის ადიდებამ საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლებსა და მოსახლეობას – ორივე სოფლიდან 25 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდება ადგილზე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები: ილია ბეგიაშვილი და გიგა კაცია, ასევე საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ადგილზე მუშაობს 50 მეხანძრე-მაშველი, ორივე სოფელში მობილიზებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მძიმე ტექნიკა, რომლითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.

წყარო: http://timenews.ge

პოპულარული

სკანდალი ოქრუაშვილის სარჩელზე - "გაირკვა რომ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილია... სამხარაული გაყალბებაზე უარს ამბობს..."
ჰაკერებმა რუსეთის ФСБ-ს სერვერი გატეხეს - გატანილია 7.5 ტერაბაიტი ინფორმაცია და გამჟღავნებულია საიდუმლო პროექტები
"დღეს საღამოს მხოლოდ იმის შემეშინდება, რომ როცა სტუდიაში მარტო შევალ, ცრემლებმა არ დამამარცხოს" - ეკა კვესიტაძე
"ყველაფერი წინაა... ჩვენ გავიმარჯვებთ და სხვა ადგილიდან აუცილებლად ვიტყვით, დედამოტ*ნულო სვავო ჩვენ დავბრუნდით" - ნიკა გვარამია (ვიდეო)
დაწერე კომენტარი