სასულიერო პირის მიმართვა: გაფიცებთ ქრისტეს სიყვარულს, მინიმუმ ორი კვირა არ წახვიდეთ ტაძარში…ხატზე, ჯვარზე მთხვევით და ზიარებითაც სრულიად შესაძლებელია ვირუსის გავრცელება

მამაო

მღვდელი გიორგი წეროძე, საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ეკლესიასი მას შემდეგ წავიდნენ, რაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება.

სასულიერო პირი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხატზე, ჯვარზე მთხვევით და ზიარებითაც სრულიად შესაძლებელია (და დავირუსების შემთხვევაში აუცილებლად გადაედება) ვირუსის გავრცელება.

“არ იკამათოთ, არ გამლანძღოთ, არც ქება მინდა, უბრალოდ გაფიცებთ ქრისტეს სიყვარულს, მინიმუმ ორი კვირა არ წახვიდეთ ტაძარში. დარჩით სახლში. თუ მღვდელ შალვა კეკელიას (ამ შემთხვევაში საზოგადო სახელია, პიროვნულად არავის ვერჩი) შეუძლია თქვას, რომ ჯვარს დადებს და მღვდლობას წირავს თუ ვინმეს ზიარებით გადაედება ვირუსი, მაშინ მეც გავბედავ და ვიტყვი, რომ დიახ ხატზე, ჯვარზე მთხვევით და ზიარებითაც სრულიად შესაძლებელია (და დავირუსების შემთხვევაში აუცილებლად გადაედება) გავრცელდეს ვირუსი. ამიტომ წადი ეკლესიაში, ოღონდ მას შემდეგ რაც გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა. მანამდე კი შენს მოძღვარსა და ტაძარს გაუგზავნე შესაწირი ან სხვისი ხელით ან ელექტრონული გადარიცხვით. ეს არაა სირცხვილი. დიახ, ტრაპეზიდან ვიკვებებით.
არავინ იცის რად ღირს და რა არის ის რასაც შენ ღმერთის რწმენას ეძახი. ამიტომ შენმა გაუფრთხილებლობამ შეიძლება ძალიან ბევრი ტკივილი მოგვიტანოს, რასაც ვერ გამოისყიდის ერთი კაცის სიცოცხლე” – წერს მღვდელი გიორგი წეროძე.

პოპულარული

ანჯელინა ჯოლი 45 წლის გახდა - 20 საინტერესო ფაქტი პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი ქალის შესახებ(ფოტოკოლაჟი)
„რა შორენა, უსექსუალურესი და ულამაზესი ხარ“ - საქართველოში ახალი სექს სიმბოლო გამოჩნდა [ვიდეო]
ახალი გამოწვევა: #უმაკიაჟოდ - ცნობილი ადამიანები ფოტოებს მაკიაჟის გარეშე აქვეყნებენ
ვინ არის ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული "ოცნების" დეპუტატი - ოზურგეთში ჩატარებული სპეცოპერაციის ახალი დეტალები
დაწერე კომენტარი