სასტიკი მკვლელობა შუა ხაშურში – რატომ მოკლა ყოფილმა ქმარმა ცოლი

სასტიკი მკვლელობა ხაშურში – ყოფილმა ქმარმა მაღაზიაში მყოფ ცოლს ჯერ ხელყუმბარა შეუგდო, შემდეგ სცემა, ბოლოს კი გაქცეულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. 

ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი, ნათია გოგალაძე ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც „რეზონანსს“  კლინიკის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ქალს რამდენიმე ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. მედიკსოები მის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. 

ბრალდებული 30 წლამდე მამაკაცი ირაკლი დეკანოიძეა, გარდაცვლილი ქალი კი ნათია გოგალაძეა, ისიც 30 წლამდე ასაკის. როგორც „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, გარდაცვლილი გოგონა წლების განმავლობაში ქმარს გაცილებული იყო და იტალიაში ცხოვრობდა. ის საქართველოში განქორწინების ოფიციალურად დასარეგისტრირებლად რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. სავარაუდოდ, ყოფილ ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირების მიზეზიც ეს გახდა.

მეზობლები ამბობენ, რომ სწორედ 11 ოქტომბერს უნდა გამართულიყო სასამართლო სხდომა, სადაც გაირკვევოდა ბავშვებზე მეურვეობა ვის დარჩებოდა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილ გოგონას ყოფილი მეუღლე ბავშვებს არც კომპიუტერით აჩვენებდა და არც ტელეფონზე ალაპარაკებდა, რის გამოც ნათია გოგოლაძემ ბავშვებზე მეურვეობის მოპოვება სასამართლოს გზით გადაწყვიტა.  

11 ოქტომბერს დილის საათებში ირაკლი დეკანოიძემ მაღაზიაში, სადაც მისი მეუღლე იმყოფებოდა, ჯერ ხელყუმბარა შეაგდო, ხალხის ევვაკუაციის შემდეგ კი შიგნით შევიდა. ყოფილ ცოლს ჯერ ცემა დაუწყო, შემდეგ კი ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა. თვითმხილველები ამბობენ, რომ გოგონამ მაღაზიიდან გაქცევა და მოძალადე ყოფილი ქმრისგან თავის დაღწევა სცადა, თუმცა ის მას გამოეკიდა და ქუჩაში გაქცეულს ახლა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.  

გარდაცვლილის მეზობელი ელიკო კაკიაშვილი „რეზონანსს“ უყვება, რომ მამაკაცს არ სურდა მის ცოლს შვილები იტალიაში წაეყვანა. ამიტომაც ბრაზობდა და ამბობდა, რომ მას ამის უფლებას არ მისცემდა. გარდაცვლილი გოგონა კი ამბობდა, რომ მამა შვილებს მის თავს აძულებდა და მათთან საუბრის საშუალებას არ აძლევდათ. ამიტომაც სასამართლოს მიმართა, რათა ბავშვები მამისთვის წაერთმია. 

„ორი შვილი ჰყავთ – გოგო და ბიჭი. ნათია წლებია ქმარს გაშორებულია და იტალიაში ცხოვრობს. ბავშვები აქ მამასთან იზრდებოდნენ. ეს საწყალი გოგო რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. თქვა, რომ მამა ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევდა, ამიტომაც სასამართლოში უჩივლა და მათ საზღვარგარეთ წაყვანას აპირებდა. მამა კიდევ ბრაზობდა, რომ გოგო უკვე მოზრდილია და ვინ იცის  რა გზაზე დააყენონო. 

„რა ვიცი, ოჯახის ვინ რას გაიგებს… მაღაზიაში მიუვარდა  და ჯერ ხელყუმბარა შეუგდო, შემდეგ კი უცემია. ამბობენ, რომ რაღაც თავში ურტყა. კი გამოქცეულა საწყალი გოგო, მაგრამ გზაზე ახლა იარაღიდან უსვრია, ასე ამბობენ. სასამართლოში ზუსტად მკვლელობის დღეს ჰქონიათ პროცესი. ეჭვიანობდაო ცოლზე და ეს გოგოც ამიტომ გაშორებულა. რა ვიცი, ძალიან ცუდი ამბავი კი არის“, – აცახდებს გარდაცვლილი მეზობელი. 

დეკანოიძის ახლობლები კი ამბობენ, რომ ოჯახი წლების წინ ახალციხის რაიონში სოფელ აგარაში ცხოვრობდნენ. 16 წლსი წინ მამამისმა თანასოფლელი მოკლა, რის შემდეგაც დეკანოიძის ოჯახი აგარიდან ხაშურში გადასახლდა. ირაკლი დეკანოიძის მამამ კი მკვლელობისთვის 14 წელი მოიხადა. 

მათივე თქმით, ცოლთან გაშორების შემდეგ მამაკაცი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო და ამბობდა, რომ ის ცოლს ბავშვების წაყვანის უფლებას არ მისცემდა.

პოპულარული

თურქმა სამხედროებმა 35 წლის ქურთი პოლიტიკოსი მანქანიდან გადმოათრიეს და დაცხრილეს (ვიდეო)
ეკონომიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რუსულმა ავიაციამ 12 საათში 4 საავადმყოფო დაბომბა- ამერიკულმა მედიამ ომის დანაშაულის სენსაციური სამხილები გაასაჯაროვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი