(უმძიმესი ფოტოები)სასკოლოდ საყიდლებს ვუყიდი ბავშვებს და აღარ გავუჩერდები,ნეტავ იცოდეთ რა დღეშია თქვენი დაქალი – რას წერდა მეგობარს თამთა ჯანჯღავა?

გოგო

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტამბულში მოკლულ თამთა ჯანჯღავაზე მეუღლე სისტემატიურად ძალადობდა. „პრაიმტაიმი“ ასაჯაროებს მიმოწერას, რითაც ძალადობის ფაქტი დასტურდება.

ფოტოებით და მეგობრების საერთო ჩატში მიმოწერით ირკვევა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე თამთა ჯანჯღავა ქმარმა სასტიკად სცემა და ახრჩობდა.

გარდაცვლილი წერდა, რომ გაქცევა სურდა, თუმცა არ იცოდა სად წასულიყო.

ამ მიმოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ თამთა ჯანჯღავას ცხედარი სტამბოლში იპოვეს. მას სხეულზე დანით რამდნეიმე სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ინფორმაციისთვის, დღეს სტამბოლში ახლაგაზრდა ქალი მეუღლემ მოკლა.  მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი შურღაია ამ დრომდე იძებნება.

დაწერე კომენტარი